ფანების ინიციატივა

3.02.2012

ტოტენჰემის Podcast-ია ასეთი - The Fighting Cock, ამ დროისთვის უკვე 32 ეპიზოდით. ჰოდა, ამ (როგორც ჩანს, საკმაოდ პოპულარული) პოდკასტის შემქმნელებს ერთი საინტერესო იდეა მოუვიდათ თავში. და განახორციელეს კიდეც.

16 თებერვალს ჩვენი გუნდის U19-ები ჩარლტონის U19-ებს ხვდებონენ ახალგაზრდული FA თასის ეგიდით. როგორც წესი, ასეთ მატჩებზე სკაუტების გარდა მხოლოდ ფეხბურთელების ოჯახის წევრები და მეგობრები თუ დადიან ხოლმე. და წარმოიდგინეთ ჩვენი ახალგაზრდა მოთამაშეების გაოცება, როდესაც მოედანზე გამოვიდნენ და დაინახეს, რომ სტადიონის ერთ-ერთ კუთხეში ასობით ტოტენჰემის ფანი ბოლო ხმაზე მღეროდა და მათ ამხნევებდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, დანარჩენს ვიდეოში ნახავთ (1080 p-ში აუცილებლად).


სურათები და პატარ-პატარა ვიდეოები - http://www.thefightingcock.co.uk/forum/tottenham-ultras-videos-pics-t1398.html

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.