უაით ჰართ ლეინის რეკონსტრუქცია

9.25.2011
სიმართლე გითხრათ, ახალ სტადიონს ალბათ არც უაით ჰართ ლეინი ერქმება და - რადგან ახალს ვაშენებთ - სიტყვა ”რეკონსტრუქციაც” უადგილოა, მაგრამ  იყოს მაინც ეს სათაური, რავიცი..

შეიძლება უკვე გაიგეთ, რომ, როგორც იქნა, კლუბმა ახალი, 60 000 ადგილიანი სტადიონის აგების ნებართვა მიიღო. მშენებლობის დაწყებამდე წინ კიდევ ბევრი ფორმალობაა მოსაგვარებელი, მაგრამ ეს იოლად მოგვარებადი პრობლემებია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ლეინის ახალი სტადიონით ჩანაცვლება ”უმტკივნეულოდ” მოხდება, ისე, რომ გუნდი საშინაო მატჩებს უპრობლემოდ გამართავს. აი, როგორ:


მე-2 ფაზა: სეზონის დასრულების შემდეგ
ლეინის ჩრდილოეთი ტრიბუნა ინგრევა.
იგება ახალი სტადიონის მოედნის საფარი
1-ლი ფაზა: იწყება ახალი სტადიონის მშენებლობა
უაით ჰართ ლეინის ჩრდილოეთით.
ძველი სტადიონი ხელშეუხებელია




















მე-3 ფაზა: ნაწილობრივ დასრულებული ახალი
სტადიონი 1 სეზონის განმავლობაში ტოტენჰემის
ახალი სახლი იქნება. ლეინი მთლიანად ინგრევა.
მე-4 ფაზა: სეზონის დასრულების შემდეგ
სრულდება ახალი სტადიონის მშენებლობა.
სტადიონს უკვე დასრულებული სახე აქვს.

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.