Those Glory, Glory Days (1983)

8.12.2011
Those Glory, Glory Days - ასე ეწოდება ბრიტანული ტელეარხის, Channel 4-ის მიერ 1983 წელს გადაღებულ მხატვრულ ფილმს, რომელიც ალბათ ერთადერთია, რომლის პასაჟიც ტოტენჰემ ჰოთსპურის გარშემოა აგებული.

ფილმი მოგვითხრობს 13 წლის ბრიტანელი გოგონას, ჯულიას და მისი მეგობრების შესახებ, რომლებიც ტოტენჰემ ჰოთსპურით ცხოვრობენ, ერთად უხარიათ და განიცდიან კლუბის ყოველ წარმატებას თუ მარცხს. გოგონებისთვის გმირი კლუბის ლეგენდა, დენი ბლანჩია, რომელიც ტოტენჰემის მაშინდელი წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.

მოვლენები ვითარდება 1960-61 წლების ”დუბლის” სეზონში, რომელიც ყველაზე წარმატებული იყო საფეხბურთო კლუბის ისტორიაში. ამ სეზონში ბილ ნიკოლსონის გუნდი გახდა პირველი ბრიტანული კლუბი XX საუკუნეში, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატი და FA თასი მოიგო.

20 წლის შემდეგ ჯულია უკვე ჟურნალისტია, რომელიც ფეხბურთის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს, რომელზე მუშაობისას მას საშუალება აქვს ინტერვიუ თავად დენი ბლანჩისგან აიღოს... ეს ყველაფერი მასში ბავშვობის მოგონებებს აღძრავს.

დეტალური შინაარსი და რამოდენიმე ინტერვიუ - http://www.ohwhenthespurs.co.uk/#/those-glory-glory-days/4535566888

სამწუხაროდ, ბევრი ძებნის მიუხედავად, ფილმის გადმოსაწერი ვერსია ვერ ვიპოვე და მხოლოდ თრეილერის ნახვით დაკმაყოფილება მომიხდა:

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.