ენდროს თაუნსენდი და ჯეიკ ლივერმორი

8.26.2011
პრემიერ ლიგის გრანდები ხშირად მიმართავენ შემადგენლობის როტაციას, რა დროსაც აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელებს აქტიურად იყენებენ. ეს კი აქამდე უცხო ხილი იყო რედნაპის ტოტენჰემისთვის. 2008 წლის შემდეგ, როდესაც ჰარიმ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა, რეალურად, ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსი ტოტენჰემში არ მისცემიათ და ისინიც მხოლოდ ჩემპიონშიფის გუნდებში თუ გაიბრწყინებდნენ ხოლმე.

არადა, კლუბის ახალგაზრდულ სისტემაში ნამდვილად არის პოტენციალი, რომ ჩვენც ისეთივე წარმატებით გამოვიყენოთ ახალგაზრდა რესურსი, როგორც ამას მანჩესთერ იუნაითედი და არსენალი აკეთებენ. და, როგორც ჩანს, ამ სეზონში რედნაპი ევროპა ლიგის და ლიგის თასის მატჩებს სწორედ კლუბის აქამდე უცნობი ფეხბურთელებისთვის შანსის მისაცემად გამოიყენებს.

ფოტოზე 19 წლის ენდროს თაუნსენდია, რომელიც ალბათ მთავარი ვარსკვლავია ჩვენი აკადემიის აღზრდილებს შორის. მის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში ვწერდი, როდესაც პრე-სეზონის მატჩზე შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მას შემდეგ იყო არაჩვეულებრივი დებიუტი FA თასის მატჩში ჩარლტონის წინააღმდეგ, სადაც თაუნსენდი კვლავ Man of the Match გახდა და თავი გოლითაც დაგვამახსოვრა. პოზიცია - ვინგერი (ორივე ფლანგზე); სიმაღლე - 1.83 მ.

ჯეიკ ლივერმორი
ძირითად გუნდში უკვე საკმაოდ მყარად დაიმკვიდრა ადგილი კლუბის აკადემიის კიდევ ერთმა აღზრდილმა, 21 წლის ჯეიკ ლივერმორმა. 2008 წლიდან განათხოვრებული იყო ჩემპიონშიფის და დაბალი დივიზიონების სხვადასხვა კლუბში, თუმცა 2011-12 წლების სეზონის დასაწყისში რედნაპი მას თავის გამოჩენის შანსს აძლევს. აღსანიშნავია, რომ ლივერმორი მიმდინარე სეზონის სამივე ოფიციალურ მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო (!). პოზიცია - საყრდენი ნახევარმცველი; სიმაღლე - 1.88 მ.

გარწმუნებთ, თაუნსენდს და ლივერმორს ნამდვილად აქვთ პოტენციალი, რომ გუნდში თავიანთი ადგილი დაიმკვიდრონ. ამისთვის კი მიმდინარე სეზონის ევროპა ლიგა შესანიშნავი პლაცდარმი იქნება.

2 კომენტარი:

Anonymous at: September 4, 2011 at 2:21 PM said...

livermorma barcas gautana xo goli? :D

{ Lennon } at: September 4, 2011 at 8:45 PM said...

ააუ, ეგ სულ არ მახსოვდა : )))))

უემბლის თასზე, პრე სეზონის მატჩი იყო.

ეს გოლია http://www.youtube.com/watch?v=pEvF1zqszQA

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.