ტოტენჰემი Youtube-ზე (მეორე სერია)

7.25.2011
1. 2005 წლის ზაფხულში ტოტენჰემში თავისუფალი აგენტის სტატუსით ედგარ დევიდსი გადმოვიდა და ჩვენს რიგებში ორი სეზონის განმავლობაში ითამაშა. მისი დახმარებით ტოტენჰემმა 2005-06 და 2006-07 წლებში ზედიზედ ორჯერ დაიკავა მე-5 ადგილი და უეფას თასის საგზური მოიპოვა.

მიდლსბროსთან შეხვედრაში დევიდსის საქციელი fair play-ს ბრწყინვალე მაგალითი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რეი პარლურმა რამდენჯერმე სცადა მისი წაქცევა, საბოლოოდ თავად  აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში; წამოდგომაში კი მას თავად დევიდსი დაეხმარა.



2. ბურთის მომტანი ბიჭის ეპიზოდი. 2007 წელი, უეფას თასი, მოწინააღმდეგე - ანორთოსისი, უაირთ ჰართ ლეინი. პატარა ბიჭის საქციელს ტრიბუნებში დადებითი რეაქცია მოჰყვა და მისი მისამართით მომენტალურად გაისმა ტრადიციული Yido, Yido!



3. 2009-10 წლების სეზონში უაით ჰართ ლეინზე ვულვზთან დამარცხების შემდეგ გასახდელისკენ მიმავალ ეკოტოს ფანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც კამერუნელმა, რა თქმა უნდა, ვერ მოითმინა.


4. Sky Sports-ის ჟურნალისტის, ფილ ტომფსონის რეაქცია ლენონის გატანილ გამათანაბრებელ გოლზე ემირატებზე (4-4)


0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.