უაით ჰართ ლეინის ტური

7.30.2011
ფოტოები გადაიღო და ფაქტები მოიპოვა ერთმა ბრიტანელმა ბლოგერმა, რომელსაც შეყვარებულმა დაბადების დღეზე საჩუქრად უაით ჰართ ლეინის ტური აჩუქა. ჰაჰ : )

იმედია, ოდესმე ჩვენც ვნახავთ ამ ყველაფერს; სასურველია ახლო მომავალში. მანამდე კი ფოტოების დათვალიერებაც საკმაოდ საინტერესოა. მაშ ასე, ვირტუალური ტური უაით ჰართ ლეინზე:
ტოტენჰემის ”125 წლის” მაისური
ფორმაზე ყველა იმ ფეხბურთელის ხელმოწერაა, რომლებმაც 2007 წელს ასტონ ვილასთან გამართულ მატჩში (4-4) მიიღეს მონაწილეობა. სწორედ იმ დღეს აღნიშნავდა კლუბი თავის 125 წლის იუბილეს.

საკონფერენციო ოთახი
ფაქტი: როდესაც რედნაპს კოსტუმი აცვია და ოფიციალურადაა გამოწყობილი, ე.ი. ის სტადიონზე იმყოფება, ხოლო როდესაც სავარჯიშო ფორმაშია ჩაცმული, ჩიგველის ბაზიდან საუბრობს.

ჩემპიონთა ლიგის ბურთი
1961 წლის FA თასის ფინალის ბურთი
ლეგენდარული ბილ ნიკოლსონის ბიუსტი
ვიკიპედიაზე თუ შეხვალთ და ბილ ნიკოლსონზე სტატიას მოძებნით, მთავარ განმარტებაში მხოლოდ ეს სიტყვები დაგხვდებათ: William Edward "Bill" Nicholson (26 January 1919 - 23 October 2004) was an English football player, coach, manager and scout who devoted his life to Tottenham Hotspur in North London. საკმარისია, არა? ხშირად მიფიქრია, იქნებ ცხოვრების მიზანი ისაა, რომ შენი თავი იპოვო, რამეს დაუკავშირო და მერე შენი ცხოვრებაც ამას შესწირო; იქნებ სულაც არაა საჭირო, რომ ყველაფერს მიედ-მოედო, ყველას თავი დაამახსოვრო, ბევრ სფეროში მიაღწიო ზომიერ წარმატებას და შემდეგ ვიკიპედიაზე ვრცელი განმარტება ეწეროს შენი სახელის და გარდაცვალების თარიღის გასწვრივ. არ ვიცი.

ტოტენჰემის მმართველთა შეხვედრის ადგილი (ქაშმირის ხალიჩაა ძირს)
ფაქტი: დამთვალიერებლებს ამ ოთახში შესვლაც შეეძლოთ, მანამ, სანამ არსენალის ფანმა, რომელიც ასევე ტურზე იმყოფებოდა, მაგიდაზე AFC (Arsenal FC) არ ამოტვიფრა. მას შემდეგ დამთვალიერებლებს ეს პრივილეგია ჩამოართვეს.

უაით ჰართ ლეინის მოედნის საფარი
ფაქტი: მოედნის საფარი ნაწილობრივ ხელოვნურია. ეს ეხმარება ბალახს, საჭირო ადგილებში თანაბრად გაიზარდოს.

ფაქტი: უაით ჰართ ლეინის მოედნის საფარი საქვეყნოდაა ცნობილი. ეს კი მეტწილად მისი მომვლელის, დარენ ბოლდუინის დამსახურებაა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები - არსენალის ფანია, თუმცა 10 წელიწადია ჩვენთან მუშაობს. 

კომფორტული სათადარიგოთა სკამი
თუ ტოტენჰემის ფანი ხარ, ვიცი, რომ ერთხელ მაინც გინატრია ამ სკამებზე დაჯდომა.  სურვილს კიდევ უფრო გაგიძლიერებს ის, რომ სურათის ავტორი წერს, სკამები ისეთივე კომფორტულია, როგორიც სურათზე ჩანსო.

ფაქტი: სკამებში გათბობის სისტემაა ჩამონტაჟებული, რომელიც ზამთრის პერიოდში ირთვება. ეს ფეხბურთელების გათბობას და ტრავმის მიღების ნაკლებ რისკს უზრუნველყოფს.

ბონუს-ფაქტი: თუ FA თასს ახლოდან კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ის ზემოდან ოდნავ ჩაღრმავებულია, თუმცა ეს დეფექტი არ გეგონოთ - გამარჯვებით ეიფორიაში მყოფმა პოლ გაზკოინმა თურმე თასი ჭერს მიარტყა : /

წყარო: TottenhamLive.com

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.