ტოტენჰემი Youtube-ზე (პირველი სერია)

7.11.2011
1. ჰოსამ გალი. 2006-2009 წლებში თამაშობდა ტოტენჰემში, ან, ირიცხებოდა მაინც. გულშემატკივრებს თავი იმით დაამახსოვრა, რომ ბლექბერნთან მატჩის მსვლელობისას ცვლილებით უკმაყოფილომ ფორმა გაიხადა და მარტინ იოლის თვალწინ მოისროლა.


ეს საქციელი ფეხბურთელს ფანებმა დიდი ხნის შემდეგაც არ აპატიეს, მიუხედავად იმისა, რომ რედნაპი ნამდვილად ცდილობდა მათ შერიგებას. "Show me someone who doesn't make mistakes and I'll show you a liar.” - რედნაპი გალის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟის შესახებ. საბოლოოდ, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ უაით ჰართ ლეინზე უკმაყოფილო გულშემატკივრების შეძახილების გავლენით რედნმაპმა ჰოსამ გალის მოედანზე შეყვანაც კი გადაიფიქრა.



2. ტაქსი მაიკონისთვის. ეს შეძახილი უკვე ისტორიის საკუთრებაა. ფანებს ბეილის მიერ გაწამებული მაიკონი შეეცოდათ და მისთვის ტაქსის გამოძახებას ”ითხოვდნენ”. Taxi for Maicon!


3. ლედლი კინგის ბრწყინვალე თამაში მაშინდელი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი უსწრაფესი ფეხბურთელის, არიენ რობენის წინააღმდეგ. აქ კომენტარი ზედმეტია.



4. ბეილის გარბენი არსენალთან და გაოგნებული სანია.

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.