დენიელ ლევის შესახებ

3.31.2011
ვინც არ იცით, ეს კლუბის გენერალური მდივანი, გნებავთ პრეზიდენტი, როგორც ამ თანამდებობას კონტინენტურ ევროპაში ეძახიან, დენიელ ლევია. მას ტოტენჰემში იგივე თანამდებობა უჭირავს, რაც რეალში ფლორენტინო პერესს, მილანში სილვიო ბერლიუსკონის და ინტერში მასიმო მორატის. მოკლედ, მთავარი კაცია ლევი ჩვენს კლუბში.

ჩემი მეხსიერება სადამდეც წვდება, არ მახსოვს, რომ კლუბისთვის კარგის გარდა რამე გაეკეთებინოს. ჩვენთან 2001 წლიდან მუშაობს და მას შემდეგ ტოტენჰემი ევროპაში ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე  კარგად გამართული კლუბია. მეტწილად მისი დამსახურებაა, რომ დღეისათვის, ჟურნალ ფორბსის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრეს კლუბებს შორის მე-12 ადგილზე ვართ. მართლაც, წარმატებული ტრანსფერების ფონზე, რაშიც ალბათ კემბრიჯის ”წითელი დიპლომიც” ეხმარება, ეს გასაკვირი ნამდვილად არაა. მხოლოდ ბერბატოვის მაგალითის გახსენებაც საკმარისია - 10 მლნ. ფუნტად ნაყიდი ფეხბურთელი 2 წელიწადში 30 მილიონად გაყიდა და თანაც ისე, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებამდე აწარმოებდა მოლაპარაკებებს მანჩესტერ იუნაითედთან, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი ენახა. მის პერიოდში მოვიდნენ კლუბში აარონ ლენონი (1 მლნ. ფუნტი), გარეს ბეილი (7 მლნ. ფუნტი), ლუკა მოდრიჩი (15 მლნ. ფუნტი), ვან დერ ვაარტი (8 მლნ. ფუნტი) და სხვები. ამ ფეხბურთელების ფასი დღეს გაცილებით მაღალია. შესაბამისად, არც ფინანსური კრიზისის უნდა გვეშინოდეს; რომელიმეს გავყიდით და ეგ არი...

მაგრამ, სულ სხვა რამის სათქმელად დავიწყე ამ პოსტის წერა. ალბათ იცით, რომ ოლიმპიური მემკვიდრეობის კომიტეტმა ოლიმპიური სტადიონის უპირატეს მოიჯარედ ვესტ ჰემ იუნაითედი დაასახელა და სულ მალე ჩვენი თანაქალაქელები ამ პრივილეგიას ხელშეკრულებად გადააქცევენ. შეიძლება ისიც იცით, რომ ამას წინ რთული და ხანგრძლივი პროცესები უძღოდა, რომლის ბოლოსაც, გადაწყვეტილების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღით ადრე, კომიტეტიდან ინფორმაციამ გაჟონა. სწორედ ამიტომ, კლუბი აპირებს სასამართლოში სარჩელი შეიტანოს და ამ გზით ეცადოს გადაწყვეტილების გაუქმებას. მაგრამ, არც ეს არ არის მთავარი. 

თუ ამ ბლოგზე პირველად არ ხართ, ისიც გეცოდინებათ, რომ ტოტენჰემის პროექტი ოლიმპიური სტადიონის თითქმის მთლიანად დანგრევას და მის ადგილას ახალი, ულტრათანამედროვე კონსტრუქციის აგებას ითვალისწინებდა, რომელსაც სარბენი ბილიკები არ ექნებოდა და მაყურებლები მოედანთან მთელ ბრიტანეთში ყველაზე ახლოს იქნებოდნენ. ვესტ ჰემმა კი პირობა დადო, რომ ოლიმპიურ სტადიონს უცვლელად შეინარჩუნებს. ბუნებრივია, ოლიმპიური მემკვიდრეობის კომიტეტმა ეს უკანასკნელი იდეა უფრო მოიწონა და, ამიტომ, ტოტენჰემი უახლოეს წლებში მილიონობით ფუნტით იმაზე ნაკლებს მიიღებს, ვიდრე ახალ სტადიონზე გადასვლით და, შესაბამისად, ორჯერ მეტი ბილეთის გაყიდვით მიიღებდა.

წარმოიდგინეთ სიტუაცია: ტოტენჰემ ჰოთსპური, რომელსაც ვესტ ჰემთან შედარებით ფანების ბევრად მეტი რაოდენობა ჰყავს და უფრო დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია, თანახმაა ოლიმპიური სტადიონის უცვლელად შენარჩუნებაზე. არ არის საჭირო, გასულ წელს ამ საკითხთან დაკავშირებით მომხდარ მოვლენებში ჩახედული იყოთ, ისედაც აუცილებლად დამეთანხმებით, რომ ოლიმპიური მემკვიდრეობის კომიტეტი უპირატეს მოიჯარედ სწორედ ჩვენ დაგვასახელებდა და არა გასავარდნ ზონაში მყოფ ვესტ ჰემს. შედეგად, სულ რაღაც 2 წელიწადში 60 000-იან სტადიონზე გადასვლის შესაძლებლობა მოგვეცემოდა, რაც ავტომატურად უფრო მეტ ყოველკვირეულ შემოსავალს უდრის, ეს კი, თავის მხრივ, დიეგო ფორლანისა და მისნაირებისთვის მაღალი ხელფასების მიცემის შესაძლებლობას.

ჩემპიონთა ლიგის ღამე ლეინზე
ალბათ ფიქრობთ, თუ ასეა, რატომ დააპირა ტოტენჰემმა სტადიონის დანგრევა და ყველაფრის გართულებაო... და ეს ზუსტად ის არის, რის გამოც ეს პოსტი დავწერე. პასუხი: იმიტომ, რომ ამ კლუბში მთავარი ფეხბურთია და არა ბიზნესი, ამ კლუბში მთავარია გულშემატკივრებმა სტადიონზე სიარულით სიამოვნება მიიღონ და მოედნიდან ერთი კილომეტრის დაშორებით არ ისხდნენ; ამ კლუბში მთავარი ფანებზე ზრუვნაა და არა ის, რომ რაც შეიძლება მეტი შემოსავალი ნახონ ბრბოსგან. დენიელ ლევის ძალიან ადვილად შეეძლო ოლიმპიური სტადიონის ხელში ჩაგდება, მაგრამ მან ეს გულშემატკივრებს არ გაუკეთა. ტოტენჰემის ნებისმიერი ფანი ამაყი უნდა იყოს, რომ ისეთი მდივანი ჰყავს, რომელიც ამავე დროს, მათ მსგავსად, გუნდის რიგითი გულშეტკივარია და პირველ რიგში წინ წმინდა საფეხბურთო მიზეზებს აყენებს და შემდეგ ბიზნესს.

5 კომენტარი:

{ Dachi Von Man.U } at: March 31, 2011 at 7:58 PM said...

dzaan momewona

Anonymous at: March 31, 2011 at 9:15 PM said...

Sagol

LEnon UDzlierese Statiaaa !!!

{ 1234 } at: April 1, 2011 at 8:21 PM said...

გეთანხმები, მაგრამ ტოტენჰემიდან სტრედფორდში გადასვლა ხომ ბევრი გლშემატკივრის სურვილის საწინააღმდეგოდ ხდებოდა... მთლად ფანებზე, ფეხბურთზე და ტრადიციებზე ზრუნვასაც ვერ დავარქმევდი ამ სტადიონის ამბებს :D

{ Lennon } at: April 1, 2011 at 11:28 PM said...

ეგ ჩრდილო ლონდონის შესაბამის ორგანოებში არსებულ ბიუროკრატიას უნდა დავაბრალოთ და არა ლევის. უკვე რამდენი წელიწადია პროექტი მზადაა, მაგრამ ნებართვას არ გვაძლევენ, რაღაც ”ისტორიული შენობები” შეიძლება დაზიანდესო... არადა, ლონდონის ერთ-ერთი უღარიბესი რაიონია ტოტენჰემი და ჩვენი კლუბი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბევრ სასიკეთო რამეს აკეთებს. მაგრამ, ამათი ბიუროკრატიზმის გამო ამდენი ხანია უფრო დიდ სტადიონზე ვერ გადავდივართ და ვერ ბევრი ტოპ კლასის ფეხბურთელი მოგვყავს გუნდში, ხელფასების გამო. 36 000 ადამიანი დგას ყოველწლიურად ტოტენჰემის სეზონური ბილეთის რიგში... იმდენად სასიცოცხლოა კლუბისთვის ახალი სტადიონი, რომ მაგ მსხვერპლის გაღება ნამდვილად ღირს. ისევ მაგ ფანებისთვის კეთდებოდა ეგ. : )

{ 1234 } at: April 2, 2011 at 11:19 PM said...

ხო პრინციპში მართალია, გეთანხმები, დამარწმუნე ოლიმპიურზე გადასვლის პლიუსებში :>

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.