Veni, Vidi, Vici!

2.16.2011
გუშინ ამ სტადიონზე თეთრ-ლურჯ ფორმებში ჩაცმული ინგლისელები ჩავიდნენ, ფეხბურთი ითამაშეს და მოიგეს. ვინ იყვნენ, საიდან მოვიდნენ, რა უნდოდათ... ან რა შანსები უნდა ჰქონოდათ ლიგის 7-გზის გამარჯვებულ სერია ა-ს ლიდერთან? ეგ კი არა, 2 წლის წინ  ამდენივე ქულა ჰქონდათ 8 თამაშიდან და რედნაპი რომ არა, ვინც იცის, იქნებ სკანთორფ იუნაითედთან ან პრესტონ ნორს ენდთან ებრძოლათ ახლა პრემიერ ლიგაში დაბრუნებისთვის. 

ძალიან მინდოდა მხატვრულად გამეფორმებინა ეს პოსტი, ან ასე დამეწყო მაინც... მაგრამ ვეღარ ვითმენ, მინდა რომ ფეხბურთელები შევაქო და სათითაოდ შევეხო თითოეულს. ჩემს ემოციებზე წერას არ დავიწყებ, არა მგონია შევძლო. ამიტომ, ისევ პრიმიტიულ ქულების დაწერაზე გადავალ:

გომესი (8): ბრაზილიელი მასხარა... შესაბამისი ფერის ფორმით. უნიკალური მეკარეა - შეუძლია ერთდროულად გმირიც იყოს და სიცილის ობიექტიც. დღეს გმირი იყო. იეპესს 2 ისეთი ბურთი აუღო, რომლებსაც შეეძლოთ თამაშის ბედი გადაეწყვიტათ.

ჩორლუკა (7): სოლიდურად ჩაატარა მთელი მატჩი. მთელი მატჩი რაა... მე-60 წუთამდე, სანამ ფლამინი უსაზიზღრესად არ მოიქცეოდა. შეტევებშიც კარგად ერთვებოდა და, როგორც ყოველთვის, ლენონთან ერთად კარგ ტანდემს ქმნიდა.

დოუსონი-გალასი (8-8): კლდესავით იდგნენ. განსაკუთრებით ჩემი ჯეელი :love:. Set-piece-ებს კარგად იცავდნენ. იბრაჰიმოვიჩიც საერთოდ არ ჩანდა, რაც ამათი დამსახურებაცაა. ვერც სიტის ფლოპმა აუბნია თავ-გზა თავისი ფსევდო-ფინტებით.

ეკოტო (8): მგონი შეცდომა არ დაუშვია. შეტევაშიც ნაყოფიერი იყო. და საერთოდ, ასეთ თამაშებში საკმაოდ ძლიერია. ცოტა პოზიციების შერჩევა უჭირს ხოლმე, თორემ ინდივიდუალური ორთაბრძოლისას ყოველთვის საიმედოა.

ლენონი (8.5): Azza! მფრინავი ინგლისელი. ბეილის არყოფნაში შეტევაში ჩვენი ფლაგმანი ლენონი იყო. ის პასები, რაც ბეილის მისამართით უნდა გაკეთებულიყო, ახლა ლენონის მისამართით კეთდებოდა და შედეგიც მივიღეთ. ბრწყინვალე გარბენი და ასისტი თამაშის ბოლოს.

სანდრო&პალასიოსი (9): მატჩის საუკეთესო მოთამაშეები. გმირები. მოდრიჩის არყოფნაში რედნაპს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა - ძირითად შემადგენლობაში არასტაბილური ჰონდურასელი და გამოუცდელი, ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი, 21 წლის სანდრო უნდა დაეყენებინა. რედნაპის დავალება პირველივე წუთიდან გამოჩნდა - ზეედორფს ბურთი არ უნდა მიეღო, რითაც მილანის თავდასხმა პრაქტიკულად იზოლირებული რჩებოდა. დავალება ცენტრალურმა ნახევარმცველებმა უმაღლეს დონეზე შეასრულეს.

პიენაარი (7): არაფერი დაუშავებია. გულიანად თამაშობდა, ბევრს მოძრაობდა, აქტიური იყო. კმაყოფილი ვარ მისი თამაშით.

ვან დერ ვაარტი (8): Supremo! ჰაი-კლასია. ის გოლიც რომ გაეტანა, სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი იქნებოდა. (”ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი” სწორია გრამატიკულად? )

კრა(ვ)უჩი: შენ ქვევითა ხარ, მე ზევით,
როგორ აგიმღვრევ წყალსაო? 
კრაუჩი (9): სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. განსაკუთრებით პირველ ტაიმში თითქმის ყველა საჰაერო ორთაბრძოლას იგებდა. პარტნიორიც შესანიშნავი ჰყავდა - 1.77 მეტრი სიმაღლის ჯენარო გატუზო, რომელიც პირდაპირი გაგებით ორმეტრიან კრაუჩს მთელი 90 წუთის განმავლობაში ეწუწუნებოდა, მაღალ ბურთზე ბრძოლისას ხელს ნუ მკრავო... გამარჯვების გოლიც გაიტანა კრაუჩმა (ისე, ახლაც მიკვირს ლენონს როგორ არ ჩამორჩა), რითაც ჩვენი 1/4 ფინალში თამაშის შანსები მნიშვნელოვნად გაზარდა. ევროპაში გუნდის შეუცვლელი წევრია პიტერი თავისი გამოცდილებით და სიმაღლით.

მატჩის შემდეგ ბევრი დაიწერა - ინგლისშიც და იტალიაშიც, მაგრამ ვუდგეიტის ქამბექი არავის არ გახსენებია. ბოლოს 2009 წლის ნოემბერში ითამაშა არადა, უიგანს რომ 9-1 მოვუგეთ. და აი, ახლა, საჭირო დროს დაბრუნდა. წარმოიდგინეთ: მილანთან ვთამაშობთ, ჩორლუკა შესაცვლელია და მოედანზე შემოდის............. მისი აღმატებულება..... პამ-პამ..... ალან ჰატონი! .... : (    წარმოდგენაც არ მინდა. არც ჰარის უნდოდა როგორც ჩანს და ამიტომ ვუდი შემოიყვანა, გალასი მარჯვნივ გადაწია და შედეგიც მიიღო - გამარჯვება სან სიროზე.

ფანები?.. არ გაჩერებულან, 80 000-იან სან სიროზე სულ ისმოდა Come On You SPURS! ლენონმაც აღნიშნა დღეს ტვიტერზე: ”Massive shout out to the fans as well we cud hear u even tho u was in the clouds!!! ”. ისიც დაამატა, რომ ახლა თვითმფრინავში ვართ და ვუდგეიტმა თავისი სკოლისდროინდელი მუსიკები ჩართოო. პიენაარმაც ზუსტად ის დაწერა, რასაც მე ვფიქრობდი. ”Teamwork & collective responsibility was the key tonight.”

ჩემპიონთა ლიგის ატმოსფერო სულ სხვაა... პრემიერ ლიგისგან დიდად განსხვავდება. ვერ ვიტყვი, რომელი სჯობს, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ეს ემოციები შემდეგ სეზონშიც მინდა.

შემდეგი გაჩერება - ბლექპული.

COYS!

4 კომენტარი:

{ dachi von man utd } at: February 17, 2011 at 3:20 PM said...

kargi blogi gaqvs dizainic momwons da gundic

dzalian gamixarda rom moiget : ) imedi maqvs wartatebulad ganagrdzobr svlas : )

{ Lennon } at: February 17, 2011 at 3:45 PM said...

დიდი მადლობა : )

მეც მაქვს იმედი.

UP THE SPURS!

{ prodigycow } at: February 19, 2011 at 6:45 PM said...

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გექნებათ სახლში მილანთან.
ჩელსი თუ არ შეუშვით ოთხეულში და მეოთხედ–ფინალში გახვედით, პროგრამა მაქსიმუმი შესრულებული იქნება ალბათ.

{ Lennon } at: February 19, 2011 at 8:43 PM said...

პროგრამა მაქსიმუმი მე-3 ადგილია PL-ში და ლიგაზე უფრო შორსაც მინდა გასვლა..

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.