Same Old, Same Old, Spurs..!

2.02.2011

”ძვირფასო დენიელ (და ჰარი),

საფეხბურთო კლუბ ტოტენჰემ ჰოთსპურის ფანების სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა, რომ ჩვენი ტოტენჰემი უკან დაგვიბრუნეთ და გაგვახსენეთ, რას ნიშნავს იყო ამ გუნდის ფანი. ახლა ჩვენ კიდევ ერთხელ შევიგრძნობთ იმას, რასაც შეჩვეულები ვართ - იმედგაცრუებას, სინანულს, ”საშუალოობას”. ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა ალბათ მხოლოდ იმისთვის გვჭირდებოდა, რომ გაგვხსენებოდა, რა არის წარმატება. ახლა უკვე შეგვიძლია ეს დავივიწყოთ, რადგან თქვენ ჩვენი კლუბი დაგვიბრუნეთ!”

ასე იწყება პოსტი, რომელიც ალბათ ტოტენჰემის ყველაზე პოპულარულ ბლოგზე გუშინ გამოქვეყნდა. ეს რომ ფეისბუქზე წამეკითხა, აუცილებლად დავალაიქებდი, ან სადმე რომ მომესმინა, აუცილებლად ტაშს დავუკრავდი, იმიტომ, რომ ჩვენს გრძნობებს ზუსტად ასახავს.

დენიელ ლევი კემბრიჯში სწავლობდა და ბიზნეს მენეჯმენტში დიპლომი აქვს, თან ”წითელი” დიპლომი. როგორც ახლა გამოჩნდა, დრო ტყუილად არ დაუკარგავს - ჩემპიონთა ლიგიდან შემოსული ფული მთლიანად მოგებაში დაიტოვა და ზაფხულს დაელოდა, როცა უკვე ან გვექნება ლიგის საგზური მოპოვებული და ან არა.

ჩელსი - 75 მლნ. ფუნტი (ტორესი, დევიდ ლუისი)
ლივერპული - 52 მლნ. ფუნტი (კეროლი, სუარესი)
ტოტენჰემი - 4 მლნ. ფუნტი (პიენაარი, ხუმარა)

არადა, სულ ერთი მსოფლიო დონის ფორვარდი გვაკლდა, რომ შემდეგ დონეზე ავსულიყავით, სულ ერთი! ფორლანი, აგუერო, როსი, პოდოლსკი, კეროლი, სუარესი, ბენზემა და ვინ იცის კიდე რამდენ ფეხბურთელთან დაგვაკავშირეს სანისებრთა ჯიშის ჟურნალისტურმა წარმონაქმნებმა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ კლუბიდან ჯოვანი და კინი გავუშვით და მხოლოდ დეფოს, კრაუჩის და პავლიუჩენკოს იმედად ვართ.

ტევესი და ბალოტელი - 19 გოლი პრემიერ ლიგაში.
ტორესი, ნ’გოგი, კიუიტი - 15 გოლი პრემიერ ლიგაში.
დროგბა, ანელკა, კალუ - 20 გოლი პრემიერ ლიგაში.
ბერბატოვი, ჰერნანდესი, რუნი - 28 გოლი პრემიერ ლიგაში.
დეფო, კრაუჩი, პავლიუჩენკო, კინი - 6 გოლი პრემიერ ლიგაში!

არ შეიძლება ამის ვერდანახვა. თან უკვე ლიგის ცხრილშიც საკმაოდ ჩამოვრჩით ჩელსის და სიტის და დღეს თუ ვერ მოვიგეთ... არა, აუცილებლად უნდა მოვიგოთ, a must-win game!

3 კომენტარი:

nikato at: February 2, 2011 at 4:56 PM said...

kargia lenon :up:
dges mogebaze ra gitxra
imdeni kaci gyavt damtvreuli,axali gundi gaketdeboda

{ Lennon } at: February 2, 2011 at 4:58 PM said...

სამაგიეროდ, ბენტლი გყავს ბირმინგემში, საიდუმლო მისიით (chuckle)

{ lfcblogi } at: April 13, 2011 at 3:01 PM said...

ჩვენ რეალურად 0 დავხარჯეთ კეროლი-სუარესში - ტორესის და ბაბელის ტრანსფერებიდან დაფინანსდა მაგ ორის ყიდვა.

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.