გარეს ბეილის ბნელი მხარე

10.06.2010
”ხანდახან არ მჯერა, რომ ბეილი ასე კარგად თამაშობს. წლები გავა და ის მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველი გახდება.” - ეს სიტყვები ამას წინათ რედნაპმა თქვა თავის ინტერვიუში.

ალბათ ძნელია, ჰარის არ დაეთანხმო, ბეილი მართლაც რომ ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ, მოდით, მაქსიმალურად ობიექტურად შევხედოთ საკითხს. არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ უელსელს რომელიმე სათამაშო კომპონენტში წუნი აქვს, რადგან ამის დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ ჩემი ყურადღება სხვა რამემ მიიპყრო, უფრო სწორედ, სხვა ვინმემ. და ეს ვინმე ზემოთ, სურათში, ბეილის უკანაა და თქვენ ალბათ ვერც შეამჩნიეთ.

იცანით? ეს აარონ ლენონია, ის ლენონი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გუნდის ნამდვილ ლიდერად და შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა, მაგრამ არც ისე შეუცვლელი ყოფილა, როგორც გვეგონა. ტოტენჰემის, როგორც იტყვიან ხოლმე, ყველაზე სუბიექტური ფანებიც კი შეამჩნევენ იმას, თუ ბეილის აღმასვლასთან ერთად როგორ დაიწყო სუპერ აარონის ვარსკვლავის ჩაქრობა. ”ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მას ფორმის აღდგენაში დავეხმაროთ. როდესაც აარონი თავის თავს ჰგავს, ის ტოპ კლასის გარემარბია” - ისევ რედნაპი. არც ამ სიტყვებში შევეწინააღმდეგები ინგლისელ მოხუცს.

ეს ლენონის მიერ გაკეთებული ყველა პასია აპტონ პარკზე, ვესტ ჰემ იუნაითედთან შარშან გამართულ შეხვედრაში:

ეს კი იგივე მაჩვენებელი, ოღონდ უკვე წელს, იმავე გუნდთან, იმავე მოედანზე:

არა, არა, 5 განსხვავების პოვნას არ გთხოვთ, ეს ხომ ძალიან ადვილია.  ამ ორ სურათზე თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია იმისათვის, რომ დავრწმუდნეთ - თუ პირველ მატჩში აარონი სუპერ აქტიური იყო, მეორე თამაშში რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იყო.

მიზეზი? ალბათ გადაღლილობა, ალბათ წარუმატებელი მსოფლიო ჩემპიონატი, ალბათ ფსიქოლოგიური პრობლემები და ნამდვილად - გარეს ბეილი. როგორ ფიქრობთ, თუ ერთ ფლანგზე მესი თამაშობს და მეორე ფლანგზე მეორე მესის ვათამაშებთ, ორივე მესი ისევ ის მესი იქნება? პასუხი: არა. ბოლო დროს ბეილის წარმატება და ლენონის წარუმატებლობა (ყველაფერი შედარებითია, რა თქმა უნდა) ერთმანეთის უკუპროპორციული გახდა. რამდენადაც კარგად თამაშობს ბეილი - იმდენად არაეფექტურია ლენონი. ბურთის მიღების შემდეგ მოდრიჩი და ზარბაზანა ადრე თუ ლენონს დაუწყებდნენ ძებნას, რათა ამ უკანსკნელს თამაში გაემწვავებინა, ახლა მარცხნივ იხედებიან ხოლმე და უელსელს ეძებენ, და ეს მოქმედება აბსოლუტურად გამართლებული და შედეგიანია.

რა თქმა უნდა, მე იმის თქმას არ ვცდილობ, რომ ბეილი ნაკლებად უნდა დავტვირთოთ - პირიქით, რაც შეიძლება მეტად უნდა ვისარგებლოთ მისით - არამედ, უბრალოდ, იმის აღნიშვნა მინდოდა, რომ ბოლო პერიოდში ლენონის არც თუ ისე კარგი თამაში თავისი ობიექტური მიზეზ(ებ)ითაა გაპირობებული და პანიკის საფუძველი ნაკლებად არსებობს, მითუმეტეს, რომ ლენონს აქვს ის, რასაც ვერც ბეილი და ვერც ვერავინ წაართმევს დედამიწის ზურგზე - სუპერ სისწრაფე.

მაგრამ მაინც, თუ აარონის თამაშში იმას ვერ ვხედავთ, რაც გულშემატკივრებს გაგვიხარდება, სამაგიეროდ, ამას ბეილი გვთავაზობს. ჩვენთვის კი მთავარი შედეგია, არა?

4 კომენტარი:

Saburtaloeli at: October 7, 2010 at 5:04 PM said...

Bale The Best Left Winger In The World !!!

Hope He Will Never Leave Tottenham !!!

Giovanni Dos Santos at: October 7, 2010 at 5:08 PM said...

უძლიერესი ფეხბურთელი დადგება ბეილისგან ...

იმედია არ დაივიწყებს იმათ ვინც კაცად ჩამოაყალიბა !

{ Lennon } at: October 7, 2010 at 8:51 PM said...

ტოტენჰემის ლეგენდა გახდება ბეილი!

Anonymous at: October 22, 2010 at 7:25 PM said...

მიყვარს ბეილი, არ დაგვტოვო ზამთარში გარეეეტ :S

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.