წერილი რუსთავი2-ს

9.04.2010
14 აგვისტო - დღე, როდესაც ტოტენჰემ ჰოთსპურის თამაშის პირველი პირდაპირი ტრანსლაცია გავიდა ქართული ტელეკომპანიის ეთერში. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისევ ინტერნეტში უნდა მენახა ეს თამაში, მაგრამ რუსთავი2-მა სასიამოვნო სიურპრიზი მოგვიწყო. არა მგონია, მანჩესტერ იუნაითედის, ჩელსის, არსენალის, ან თუნდაც ლივერპულის ფანებს ოდესმე განეცადათ ის გრძნობა, რაც ჩვენ განვიცადეთ. ეს ის მომენტი იყო, რომელსაც უკვე რამდენი წელიწადია ველოდით და, სიმართლე გითხრათ, მე პირადად არც მეგონა თუ ეს ასე მალე მოხდებოდა.

მიუხედავად ეიფორიისა, იყო გარკვეული უკმაყოფილებაც, რაც დიმიტრი ობოლაძეს უკავშირდება. ამ პოსტში კომენტატორის გაკრიტიკებას არ დავიწყებ, მაგრამ მასთან გარკვეული შენიშვნები ნამდვილად გვქონდა გულშემატკივრებს და გადავწყვიტეთ, ტელევიზიისთვის e-mail-ით წერილი გაგვეგზავნა.

"მოგესალმებით,

მოგმართავთ საფეხბურთო კლუბ "ტოტენჰემ ჰოთსპურის" ქართველი გულშემატკივრები.

პირველ რიგში, გვინდა, მთელ ტელეკომპანიას მადლობა გითხრათ თქვენს ეთერში "ტოტენჰემის" თამაშის ჩვენებისათვის, ეს ჩვენი დიდი ხნის ოცნება იყო.

მაგრამ, ამავე დროს, გვაქვს რამდენიმე მცირე შენიშვნაც:

ბატონი დიმიტრი ობოლაძის მიერ სისტემატიურად ხდება კლუბის სახელწოდების არასწორი წარმოთქმა, რაც, მსუბუქად რომ ვთქვათ, სასიამოვნო არ არის.

კერძოდ, კლუბის სახელწოდებაა "Tottenham Hotspur" ("ტოტენჰემ ჰოთსპური") და არა ტოტენ""ემი (რაც, ვფიქრობთ, რუსული ენის გავლენითაა გაპირობებული).

ასევე, არასწორადაა წარმოთქმული გუნდის ფეხბურთელების სახელებიც, მაგრამ ამაზე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებთ, რადგან გვესმის, რომ შეიძლება ადვილი არ იყოს ყველა ფებურთელის სახელის სწორად წარმოთქმა.

დიდი იმედი გვაქვს, ჩვენს თხოვნას ტოტენ""ემთან დაკავშირებით გაგებით მოეკიდებით და მხედველობაში მიიღებთ.

პატივისცემით,

საფეხბურთო კლუბ "ტოტენჰემ ჰოთსპურის" ქართველი გულშემატკივრები."

წერილი ანონიმური არ ყოფილა და მის ბოლოს 4-ივე ჩვენგანის (Lennon7, N-K, Saburtaloeli, sandrex@) ნამდვილი სახელი და გვარი ეწერა.

სავარაუდოდ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩსაც (14 სექტემბერს, ვერდერის წინააღმდეგ) აჩვენებენ რუსთავი2-ზე და მართლა მაქვს იმედი, რომ ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებენ და ტოტენ”ხ”ემის ყოველი ხსენებისას უსიამოვნო შეგრძნება აღარ დაგვეუფლება ხოლმე ქართულ ტელეარხზე ჩვენი საყვარელი გუნდის თამაშის ყურებისას.

P.S. იმედია, ანალოგიური წერილის გაგზავნა ”საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც” არ მოგვიწევს...

3 კომენტარი:

{ Lennon } at: October 2, 2010 at 2:58 PM said...

გამოასწორა! ტოტენჰემს ამბობს ახლა, ყოველთვის ))

ან ჩვენი წერილის დამსახურებაა, ან GreenWestHam-ის, ფეისბუქზე მისწერა.

Giovanni Dos Santos at: October 7, 2010 at 5:07 PM said...

გვეშველა დიმა რო სწორად იტყვის ტოტენჰემს ესეიგი ჩვენ ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია :D

sandrex at: October 17, 2010 at 2:03 PM said...

dima movdivar dimaaa :MAD:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.