ამერიკული ოცნება დაიწყო!

7.18.2010
ვერ მოვიგეთ, მაგრამ არაუშავს. პრინციპში, ეს პოსტი ამ სიტყვებით არ უნდა დამეწყო, ამხანაგური მატჩი იყო და იმიტომ. ამერიკა, მგზავრობით გადაღლილი ფეხბურთელები, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეების არყოფნა, ძლიერი სიცხე, ახალგაზრდების გამოცდა და რობი კინი - აი, ძირითადი მიზეზები, რის გამოც გუშინ ჩვენს USAყვარლეს ქვეყანაში ციდან ვარსკვლავებს ვერ ვწყვეტდით.

ისე, ენდროს თაუნსენდმა კი მოწყვიტა 1-2 ვარსკვლავი და ჩემთვისაც და Goal.com-ისთვისაც საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ნამდვილი Man Of The Match! 19 წლის ბიჭია, 1991 წელს დაბადებული. პირველად ვნახე მისი თამაში და ობერტანს მივამსგავსე სტილით, თუმცა ესეც არ მყავდეს დიდი მისაბაძი ფეხბურთელი... ჩვენი აკადემიის აღზრდილია თაუნსენდი. სხვადასხვა დროს იოვილში, ლეიტონ ორიენტში და მილტონ კეინს დონსში იყო განათხოვრებული არენდით. ინგლისის 16, 17 და 19 წლამდე ნაკრებებშიც აქვს ნათამაშები, ჯამში 15 მატჩი.

მოსაწყენი პირველი ტაიმის შემდეგ მოედანზე მაესტრო მოდრიჩი შემოვიდა და თავისი კლასი აჩვენა სტადიონზე შეკრებილ 10 000-ზე მეტ მაყურებელს. უბრალოდ განუმეორებელი იყო, ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა მეორე ტაიმი. ზარბაზანა (ტომას ენდრიუ) ვერ ბრწყინავდა, მაგრამ ბევრს მოძრაობდა და თავის ფუნქციას ასრულებდა - ერთი-ორჯერ კარისკენაც გაისროლა, მაგრამ არც ისე კარგი პოზიციებიდან, მეზარბაზნეები აკლდა ნამდვილად.

ბეილი კარგი იყო. ეტყობოდა, რომ ძალებს ზოგავდა, მაგრამ მაინც აქტიურად თამაშობდა, სხვანაირად არ შეუძლია ალბათ. ერთ ეპიზოდში ძალიან მანერვიულა, ტრავმა მიიღო და ექიმების დახმარება დასჭირდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ახლა თავს კარგად გრძნობს.

ჩვენი ამერიკული ოცნება გრძელდება! მორიგი მატჩი 23 ივლისს, ნიუ იორკ რედ ბულზის წინააღმდეგ გვაქვს, ჩვენი დროით 04:00-ზე. იქ უფრო დალაგებული ფეხბურთის ნახვას ველოდები.

P.S. როგორც ერთმა ინგლისელმა ბლოგერმა აღნიშნა, სატრანსფერო ფანჯარა ისეთი დინამიურია, როგორც ვახშამი ავრამ გრანტთან... უკვე დროა, ჰარი.

1 კომენტარი:

Anonymous at: July 21, 2010 at 6:49 PM said...

dima oboladzes emsgavsebi nelnela...ferit ki gavdi isedac :P

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.