2010 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა

6.30.2010
რედნაპი ყოველთვის გამოირჩევა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობით, თუმცა, როგორც წელს გვპირდება, ამ ზაფხულს ტოტენჰემისთვის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი უჩვეულოდ ჩუმი იქნება. ამის მიზეზი ისაა, რომ თუ ადრე ჰარი ისეთ გუნდებში მუშაობდა, რომლებიც გავარდნის რეალური კანდიდატები იყვნენ და, შესაბამისად, ახალი ფეხბურთლები სჭირდებოდათ, დღეს რედნაპი ტოტენჰემ ჰოთსპურის მენეჯერია, გუნდის, რომელმაც ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და არც ბევრი ახალი მოთამაშის დამატებას საჭიროებს.

მაგრამ მაინც, თვალი გადავავლოთ ჩვენს შემადგენლობას. ვფიქრობ, რამდენიმე პოზიციაზე ახალი ფეხბურთელები არ გვაწყენდა და ეს რედნაპმაც ძალიან კარგად იცის.

მეკარე - ყველაფერი იდეალურადაა! ეურელიო გომესმა ”მასხარობიდან” ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარემდე ტრანსფორმაცია განიცადა და კარს მთელი სეზონის მანძილზე საიმედოდ იცავდა. გომესის შემცვლელმა, კარლო კუდიჩინიმ საგზაო ინციდენტის შემდეგ მძიმე ტრავმე მოიშუშა და ვარჯიშისთვის მზადყოფნაშია. მისი გამოცდილება ჩელსიში საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ეურელიოს დაშავების შემთხვევაში კარი ღირსეულმა გოლკიპერმა დაიცვას. 
ვერდიქტი: +

მარცხენა მცველი -  აქ საქმე ოდნავ უფრო რთულადაა. რედნაპის სიტყვებით, ის ბეილს მომავალში ბრწყინვალე მარცხენა მცველად ხედავს, მაგრამ უელსელს სხვა აზრები აქვს; გარესი ნახევარდაცვაში ფლანგზე თამაშისას გაცილებით უფრო პროდუქტიულია, ბევრ საგოლე გადაცემას აკეთებს და გოლებიც ხშირად გააქვს (ჩელსი, არსენალი, ბარნლი). ასე რომ, თუ რედნაპი მაინც მცველად ათამაშებს, მაშინ ეკოტოს სათადარიგოთა სკამზე მოუწევს დაბრუნება, რაც მაინცდამაინც არ მომეწონება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პოზიციაზე პრობლემა არ უნდა გვქონდეს. საჭიროების შემთხვევაში ორივე ფეხბურთელს შეუძლია ლეფთ ბექად თამაში, თან ეკოტოს ტრავმები ძალიან იშვიათად აწუხებს. 
ვერდიქტი: +

ცენტრალური მცველები - დოუსონის ბრწყინვალე, დიდებული სეზონის შემდეგ მაიკლმა ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და ეს მომავალ სეზონშიც აუცილებლად ასე იქნება. რაც შეეხება მეორე ცენტრალურ მცველს, აქ დიდი პრობლემა გვაქვს. ლედლის მუხლის ქრონიკული ტრავმა აქვს და კვირაში ერთი თამაშის ჩატარებაც უჭირს, ვუდგეითი უკვე წელიწადია თვალით წესიერად არავის უნახავს. რეაბილიტაციისას ხან ავსტრალიაშია, ხან შეერთებულ შტატებში... ერთადერთი საღი მცველი ბასონგი გვრჩება, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ დამაკმაყოფილებელი სეზონი ჰქონდა, ფიზიკურად აშკარად სუსტია და არამგონია, მაგალითად, დროგბასთან ან რიკარდო ფულერთან გამკლავება შეძლოს. 
ვერდიქტი:
სავარაუდო შენაძენები: საიმონ კიაერი (პალერმო), მიკა რიჩარდსი (მანჩესტერ სიტი)
უნდა გავყიდოთ: ჯონათან ვუდგეითი

მარჯვენა მცველი -  ვინმე ამიხსნის, ჰატონი ამდენ ხანს რატომ არ გავყიდეთ? საშინლად თამაშობს, მოუქნელია, სუსტი, ნელი, დარტყმა არ უვარგა, არც ჩაწოდება, არც პოზიციური თამაში. ერთადერთი, რეინჯერსიდან მოყოლებული დრიბლინგი ჰქონდა მშვენიერი, მაგრამ ეგეც დაავიწყდა ლონდონში ჩა(მო)სვლის შემდეგ. ჩორლუკაც ვერ ბრწყინავს, მაგრამ ლენონთან ერთად კარგ ტანდემს ქმნის. თუმცა, არც ჩარლია საიმედო მცველი. ამიტომ, სანამ კაილი უოლკერი წამოიზრდება, მიკა რიჩარდსი დიდებული შენაძენი იქნებოდა! საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ მცველადაც შეუძლია თამაში და, თან, მე მგონი, მანჩინისაც აღარ სჭირდება. 
ვერდიქტი:
სავარაუდო შენაძენი: მიკა რიჩარდსი
უნდა გავყიდოთ: ალან ჰატონი

მარცხენა ნახევარმცველი - აქაც ბეილის პრობლემაა. თუ ამ პოზიციაზე ვათამაშებთ, სიტყვა ”პრობლემა” აქ ზედმეტია. თუ ჰარი ტრადიციულ ფორმაციას აირჩევს და მოდრიჩს ფლანგზე გადაიყვანს არც ამ შემთხვევაში გვექნება პრობლემა. მითუმეტეს, რომ კრანჩარის იმედი ყოველთვის გვაქვს. ჯო კოულს თუ გადმოვიბირებთ, მოდრიჩთან ერთად კიდევ ერთი მსოფლიო დონის მოთამაშე გვეყოლება; ძალიან გამიხარდება.
ვერდიქტი: +
სავარაუდო შენაძენი: ჯო კოული

ცენტრალური ნახევარმცველები - ზარბაზანა აუცილებლად ძირითადში უნდა იყოს! ასეთი დარტყმის მქონე ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში მეორე არ მეგულება, თან შესანიშნავ პასებს აკეთებს. რაც ყველაზე მთავარია, ტომი იმ იშვიათ ფეხბურთლთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც ორივე ფეხით თანაბრად შეუძლიათ თამაში, უმაღლეს დონეზე. მეორე ნახევარმცველს რაც შეეხება, პალასიოსის არც თუ ისე წარმატებული სეზონის შემდეგ შეიძლება ზოგიერთ გულშემატკივარს ეჭვები გაუჩნდა, მაგრამ საგანგაშო არაფერია. გუნდში ბრაზილიელი სანდრო მოვიდა, რითაც ამ პოზიციაზე კონკურენცია იქნება და ჰონდურასელიც მოუმატებს. საჭიროების დროს მოდრიჩსაც შეუძლია ცენტრალურ ნახევარმცველად თამაში, თანაც ძალიან ეფექტურად. ჯინასი ძალიან, ძალიან მენანება, თამაშის ლამაზი სტილი აქვს, კრეატიულიცაა, მაგრამ ამ ფორმაციის ტოტენჰემში მისთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ნაკლებად გამოინახება. ამიტომ, სათადარიგოთა სკამზე ყოფნას, აჯობებს თუ წავა... 
ვერდიქტი:
უნდა გავყიდოთ: ჯერმეინ ჯინასი

მარჯვენა ნახევარმცველი - ლენონთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია; პრობლემატური ბენტლის საკითხია. ასე თუ ისე ნორმალური სეზონის შემდეგ დეივიდს ძირითად შემადგენლობაზე ექნება პრეტენზია, რასაც ლონდონურ კლუბში ვერ დაიკმაყოფილებს, ამიტომ შესაძლოა ემირეიტს სტეიდიუმზე გატანილი ულამაზესი გოლის ავტორთან განშორება მოგვიწიოს... მითუმეტეს, რომ მსურველები ბევრი ჰყავს. ბენტლის გაშვების შემთხვევაში ლენონის შემცვლელის მოძებნა დაგვჭირდება. მგონი, პაბლო ბარერამ უნდა გაამართლოს, ახალგაზრდაა (23 წლის), სწრაფი, ტექნიკური, ძვირიც არ ღირს. მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა მექსიკის ნაკრების შემადგენლობაში. 
ვერდიქტი:
სავარაუდო შენაძენი: პაბლო ბარერა
უნდა გავყიდოთ: დეივიდ ბენტლი

ფორვარდები - ალბათ ყველაზე პრობლემატური რგოლი. ჩემი აზრით, კლუბში აუცილებლად უნდა დარჩნენ ჯერმეინ დეფო (goal & sex-machine) და პიტერ კრაუჩი.  ორივე ძალიან გამოგვადგება მომავალ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის სეზონში. რაც შეეხება რობი კინს, მგონი დროა, რომ გავუშვათ. სელტიკში წარმატებული არენდის შემდეგ მსურველებიც ჰყავს, ჩვენთან კი მისი ადგილი ნაკლებადაა. დიდი ეჭვი მაქვს, პავლიუჩენკოსაც იგივე ბედი ეწევა. 
ვერდიქტი:
სავარაუდო შენაძენები: დიეგო ფორლანი (ატლეტიკო მადრიდი), ედისონ კავანი (პალერმო), კლას-იან ჰუნტელაარი (მილანი), ედინ ჯეკო (ვოლფსბურგი)
უნდა გავყიდოთ: რობი კინი, რომან პავლიუჩენკო.

4 კომენტარი:

nika at: July 7, 2010 at 1:50 PM said...

respect. dzalian magari statiaa. ertaderti kinis wasvla ar minda. totenhemis suli da gulia :D, danarhcenshi getanxmebi

{ Lennon } at: July 7, 2010 at 3:05 PM said...

სული და გული? იყო, კი...

ლივერპულში გაიქცა, ჩემი ბავშვობის ოცნებაა იქ თამაშიო... მერე აღმოჩნდა, რომ სელტიკში თამაშიც ჰქონია ოცნებად...

გუნდის სული და გული არი ლედლი, ძველებიდან ეგ დაგვრჩა მარტო, 100%-ით ერთგული.

არ დამწყდება გული, რობი თუ წავა.

Nika at: July 14, 2010 at 6:46 PM said...

seltikshi agmochdna ara , ufro agmouchina rednapma, : )) liverpuli ki grandia da yvela fexburtelis survilia grandshi itamshos, mitumetes kini totenhemis agzrdili araa.
magram kini chemtvis totenhemtan asocirdeba, iseve rogorc vtqvat karlosi realtan(miuxedavad imisa rom sxva klubebshic utamashia), da garkveuli dzalaa skamze mainc ra, misi xelfasi ar dagvaqcevs

{ Lennon } at: July 14, 2010 at 10:13 PM said...

არ ჩერდება სკამზე, თამაში მინდაო, თავს იკლავს. როცა ითამაშა, ვერ იტანდა. გეთანხმები, რომ სიმბოლო იყო გუნდის, მაგრამ მე რომ მწვრთნელი ვიყო, გავყიდდი.

სოლ კემპბელს არ შევადარებ, მაგრამ ბევრად უარესი არც გაუკეთებია, სამწუხაროდ...

ამ საკითხში ვერ ვთანხმდებით მოკლედ ჩვენ :D

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.