მატჩის პრევიუ VS არსენალი

10.30.2009
როგორც იქნა, დადგა სანატრელი დღე, რომელსაც ტოტენჰემის ფანები მთელი სეზონის განმავლობაში მოუთმენლად ველოდებით! ხვალ ”სევენ სისთერს როუდის” გავლით ჩვენი ფეხბურთელები ”ემირეითს სთეიდიუმზე” შეაბიჯებენ. მატჩს მთელი მსოფლიო მიადევნებს თვალყურს, ასე რომ, ჩრდილოლონდონური დერბი სწორედ ის თამაშია, რომელშიც ჩვენი შესაძლებლობები და ამბიციები კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ.

შემადგენლობის მხრივ პრობლემები გვაქვს - დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ვერ დაეხმარება ბომბარდირი ჯერმეინ დეფო, ხოლო ტრავმების გამო არ იქნებიან ლუკა მოდრიჩი, ჯოვანი დოს სანტოსი და აარონ ლენონი. კარგი სიახლე ისაა, რომ თამაშისათვის სრულ მზადყოფნაშია ლედლი კინგი. ასევე, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს დევიდ ბენტლი, როგორც ეს რედნაპმა დაადასტურა. იმედია ჩვენი 5 ნომერი თავის შარშანდელ გმირობას გაიმეორებს და ”ემირეითს სთეიდიუმს” კიდევ ერთხელ დაადუმებს...

არსენალს კი ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან თეო უოლკოტი, თომას როსიცკი და დენილსონი. თუმცა, სავარაუდოა, რომ მატჩში მონაწილეობას მიიღებს სამირ ნასრი.

ჩრდილოლონდონური დერბის შესახებ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს ჩვენმა ფეხბურთელებმა და მენეჯერმაც:

ეურელიო გომესი: ”ეს ჩვენთვის დიდი თამაშია. ყველანი თავდაჯერებულები ვართ სეზონში კარგი სტარტის შემდეგ. გასვლით მატჩებშიც კარგად გამოვიყურებით... ეს ნამდვილად 6 ქულიანი მატჩი იქნება.”

პიტერ კრაუჩი: ”ფანტასტიური იქნება, თუ ხვალინდელ თამაშში გოლს გავიტან. ყველაფერზე თანახმა ვარ - ჰეთ-თრიკზე, თავურ დარტყმაზე ან ბოლო წუთზე გატანილ გოლზე! მათ წინააღმდეგ 2007 წელს სამი გოლი გავიტანე, სამივე ერთმანეთისაგან განსხვავებული, ასე რომ, მოხარული ვიქნები, თუკი გოლს ხვალაც გავიტან!”

ჰარი რედნაპი: ”ძალიან კარგია რომ იქ თავდაჯერებულები მივდივართ. ჩვენ კარგად ვთამაშობთ და ვგრძნობ, რომ შემადგენლობის და განწყობის გათვალისწინებით ნებისმიერ კლუბს შეგვიძლია გავუტოლდეთ!"

შეგახსენებთ, რომ მატჩი 31 ოქტომბერს, შაბათს, საქართველოს დროით 16:45 წუთზე დაიწყება.

პრემიერ ლიგის გათამაშების ცხრილი კი მეთერთმეტე ტურის წინ ასე გამოიყურება:

გასადიდებლად დააჭირეთ სურათს

2 კომენტარი:

{ Lennon } at: October 30, 2009 at 11:46 PM said...

ვიგებთ ხვალ! ბენტლი-კრაუჩის იმედი მაქვს.

მაგარი თამაში იქნება რა... კიდევ ერთი კლასიკური ჩრდილოლონდონური დერბი... :)

{ nika } at: October 31, 2009 at 1:05 PM said...

go go go go

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.