მატჩის პრევიუ VS სტოუკ სიტი

10.23.2009
ხვალ, 24 ოქტომბერს პრემიერ ლიგის მორიგი ტური გაიმართება, რომელშიც ჩვენი მოწინააღმდეგე სტოუკ სიტი იქნება.

როგორც ვიცით, სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ვერ დაეხმარება ჯერმეინ დეფო. სავარაუდოა, რომ მის ნაცვლად თამაშს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს პიტერ კრაუჩი, რომელიც კაპიტან რობი კინს გაუწევს პარტნიორობას. კვლავ ტრავმირებულები არიან ლუკა მოდრიჩი და ჯოვანი დოს სანტოსი.

სასიამოვნო სიახლე ისაა, რომ როგორც რედნაპმა თქვა, შეიძლება ვუდი დაბრუნდეს, რომელმაც ტრავმა უკვე მოირჩინა და საკონტროლო შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. თამაშისათვის მზადაა დოუსონიც.

რაც შეეხება ტონი პულისის გუნდს, მათ ცენტრალური მცველი დააკლდება, რობერტ ჰუთი (Huth), რომელსაც დეფოს მსგავსად პრემიერ ლიგის ბოლო ტურის შემდეგ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. ასევე, გუნდს ვერ დაეხმარება მალელი თავდამსხვმელი, მამადუ სიდიბე.

ჩვენსა და სტოკ სიტის შორის გამართული უკანსკნელი 7 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში დავმარცხდით, 5 მოვიგეთ, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

ოთხბურთიანი უპირატესობით გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავინაცვლებთ, როგორც მინიმუმ კვირამდე, როდესაც მანჩესტერ იუნაითედსა და ჩელსის თავ-თავიანთი შეხვედრები უკვე გამართული ექნებათ.

ხვალინდელ მატჩს ჰარი რედპანისათვის სიმბოლური დატვირთვა აქვს. კვირას, 25 ოქტომბერს ზუსტად ერთი წელი გავა მას შემდეგ, რაც მან გასავარდ ზონაში მყოფი ტოტენჰემ ჰოთსპური ჩაიბარა, ხოლო სეზონის ბოლოსთვის კი მე-8 ადგილზე დაასრულებინა ასპარეზობა.

შეხვედრა საქართველოს დროით 18:00 დაიწყება.

პრემიერ ლიგის გათამაშების ცხრილი მეათე ტურის წინ ასე გამოიყურება:

გასადიდებლად დააჭირეთ სურათს

2 კომენტარი:

{ nika } at: October 23, 2009 at 9:02 PM said...

კრაუჩმა ამჯერად მაინც უნდა გამოიყენოს შანსი. ერთი ბირმინგემის კარში გატანილი გოლითაა პრემიერლიგაში თუ არ ვცდები

{ Lennon } at: October 24, 2009 at 12:29 AM said...

ჰო, ერთი გოლი აქვს, თუმცა საგოლე გადაცემები აქვს კიდე...

ისე, სტოუკის დაცვის წინააღმდეგ დეფოსნაირი ფეხბურთელი ბევრად უფრო გამოგვადგებოდა...

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.