მატჩის პრევიუ - VS პორთსმუთი

10.16.2009
ხვალ, 17 სექტემბერს, საქართველოს დროით 18:00-ზე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება, როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი მოწინააღმდეგე პორთსმუთისათვის.

”ფრეტონ პარკელებმა” პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 8 მატჩში მხოლოდ 3 ქულის აღება მოახერხეს და ჩემპიონშიფში გადასვლის რეალური კანდიდატები არიან. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ ხვალინდელ თამაშში მოწინააღმდეგემ ყველაფერი გაიღოს ქულების მოსაპოვებლად.

ქულები კი ჩვენც ძალიან გვჭირდება. მართალია ამჟამად ლიგის მესამე საფეხურზე ვიმყოფებით, მაგრამ ვილა, სიტი, არსენალი და ლივერპული სერიზულ საფრთხეებს წარმოადგენენ, მითუმეტეს, რომ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ნათამაშები და სატურნირო ცხრილშიც ჩვენს შორი-ახლოს იმყოფებიან.

ხვალინდელ შეხვედრაში დიდი დანაკლისი გვექნება - პალასიოსის ჰონდურასის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა და ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ამასთან დაკავშირებით სახალხო ზეიმი გამართოს. შესაბამისად, ჩვენს ნახევარმცველსაც თავის სამშობლოში დარჩენა მოუწევს... სხვა მხრივ, ლუკა მოდრიჩი სწრაფი ტემპით განაგრძობს გამოჯანმრთელებას, ხოლო დოუსონი და ვუდგეიტი უკვე მწყობრში არიან, თუმცა ეს უკანასკნელი რედნაპის განცხადებით ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ყოველთვის, საეჭვოა ლედლი კინგის თამაში, რომელსაც მუხლის ქრონიკული ტრავმა აწუხებს.

პორთსმუთს რაც შეეხება, მათ კონტრაქტის პირობების გამო ვერ დაეხმარება ჩვენგან არენდის წესით გადასული ჯემი ო’ჰარა. სხვა მხრივ, პოლ ჰარტს შემადგენლობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრობლემები არა აქვს.

პრემიერ ლიგის გათამაშების ცხრილი კი მეცხრე ტურის წინ ასე გამოიყურება:

გასადიდებლად დააჭირეთ სურათს

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.