მატჩის პრევიუ VS ბოლტონი

10.02.2009
ხვალ, 3 ოქტომბერს, მორიგი მატჩი გველის, ამჯერად "რეიბოკ სტეიდიუმზე". ჩვენი მოწინააღმდეგე ბოლტონია, რომელიც 6 თამაშიდან 7 ქულით ლიგის ცხრილში მე–13 პოზიციას იკავებს. ჩვენ კი, როგორც მოგეხსენებათ, 7 მატჩში 15 ქულა მოვაგროვეთ და ამჟამად მანჩესტერ სიტისთან ერთად მეოთხე ადგილზე ვართ.

ბოლტონს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან თავდამსხმელი იოჰან ელმანდერი, დეივისი, ო'ბრაიენი და გარდნერი. ჩვენ კი ტრავმის გამო დაგვაკლდებიან ჯოვანი დოს სანტოსი, რომელიც რედნაპის თქმით რამოდენიმე თამაშს გამოტოვებს, რომან პავლიჩნეკო, ჯონათან ვუდგეიტი, მაიკლ დოუსონი და ლუკა მოდრიჩი. ჯერმეინ დეფოს მცირე ტრავმა აწუხებს ხელზე, თუმცა იგი შესაძლოა მაინც ვიხილოთ მოედანზე.

საინტერესო ფაქტი – ბოლტონის მოედანზე ბოლო 9 შეხვედრაში გამარჯვება არ მოგვიპოვებია... იმედია ეს ცუდი ტრადიცია ხვალ დაინგრევა, მით უმეტეს, რომ ჩვენს მოწინააღმდეგეს წელს "რეიბოკ სტეიდიუმზე" სამი ქულა არ მოუპოვებია. მათ მიერ სულ გატანილი 8 გოლიდან ყველა სტანდარტული სიტუაციიდან გავიდა.

ხვალ ჩვენი საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ 4000 ტოტენჰემის ფანი მიემგზავრება თამაშზე.

"მათ სეზონი ძალიან კარგად დაიწყეს და ნამდვილად შეუძლიათ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაზე პრეტენზია განაცხადონ" – განაცხადა ბოლტონის მთავარმა მწვრთნელმა, გარი მეგსონმა, თავისი გუნდის ხვალინდელი მოწინააღმდეგის შესახებ.

იმედია, ხვალ მორიგ სამ ქულას მოვიპოვებთ და კვლავ ლიგის სათავეში მოვექცევით მანჩესტერ იუნაითედთან და ჩელსისთან ერთად.

მატჩი 3 ოქტომბერს, საქართველოს დროით 18:00–ზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია "მზე" და "NTV+Futbol" შემოგვთავაზებს.

პრემიერ ლიგის გათამაშების ცხრილი მერვე ტურის წინ ასე გამოიყურება:

გასადიდებლად დააჭირეთ სურათს

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.