რედნაპი - ”ბეილი არ იყიდება”

10.25.2009
გაზეთებში აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ ჩვენი უელსელი მარცხენა მცველი, გარეს ბეილი შესაძლოა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდიდან წავიდეს, სავარაუდოდ მილანში.

ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ ბეილს ტოტენჰემში მომავალი აქვს და მასში დასაყრდენს ხედავს.

”მე მესმის, რომ შექმნილი სიტუაცია ძალიან მძიმეა გარესისათვის - ის იმ რაოდენობის მატჩებს არ თამაშობს, რაც მას ნამდვილად სჭირდება.”

”მაგრამ, მე ასოუ-ეკოტოს შემცვლელი სხვა მარცხენა მცველი არ მყავს. ის და ბასონგი ზამთარში აფრიკის თასზე წავლენ, ასე რომ, ჩვენ ბეილი ძალიან გამოგვადგება.” -თქვა ჰარიმ.

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.