ლედლი კინგი - ”გუნდს მტკიცე ხასიათი აქვს”

10.19.2009
პორთსმუთთან დაპირისპირებაში გატანილი გოლის ავტორმა, ჩვენმა უკვე ლეგენდად ქცეულმა გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა განაცხადა, რომ ადრინდელთან შედარებით ტოტენჰემის შემადგენლობა ფსიქოლოგიურად უფრო ძლიერია.

”ასეთ შედეგს ალბათ წინა წლებში ვერ მივაღწევდით” - თქვა ლედლიმ ფრატტონ პარკზე გამართული მატჩის შემდეგ, ”ეს გუნდის სიმკვრივეს აჩვენებს. ჩვენ ახლა უფრო ძლიერები ვართ.”

”წინა სეზონში ისეთი კლუბების შედეგებს ვაკვირდებოდით, რომლებიც ლიგაში დარჩენისათვის იბრძნოდნენ, ისევე როგორც ჩვენ. ახლა კი გვიხარია, როდესაც ჩელსი და ლივერპული აგებენ, და ეს ბევრად უფრო უკეთესია!”

”მინდა აღვნიშნო გომესის ძალიან კარგი თამაში, მან ბევრი ბურთი მოიგერია ბრწყინვალე სტილში.”

”წინა სეზონის დასაწყისიდან გამომდინარე ჩვენ ვიცოდით, რომ ახლა გაცილებით მეტის გაკეთება იყო საჭირო. და მართლაც, წელსმაღალი მიზნებისათვის ვიბრძვით და მე ძალიან გახარებული ვარ!”

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.