დაცვა კვლავ სრულ მზადყოფნაშია!

10.14.2009
გუშინ ჯონათან ვუდგეიტმა 90 წუთი ითამაშა სავარჯიშო შეხვედრაში. როგორც რედნაპი აღნიშნავს, იგი კარგად გამოიყურება და მალე მას პრემიერ ლიგის მატჩშიც ვიხილავთ.

”ჯონათანი კვლავ ვარჯიშობს და ეს დიდებული სიახლეა ჩვენთვის. სავარაუდოდ, ლედლი კინგიც მწყობრში უნდა იყოს. ეს ყველაფერი კი ჯამში დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს, რაც ძალიან გვჭირდება.” - თქვა ჰარიმ.

”უეცრად ჩვენ სამით მეტი ფანტასტიური ცენტრალური მცველი გვყავს. ეს უფრო ძლიერებს გვხდის”

მაიკლ დოუსონი უკვე რამოდენიმე კვირაა დაუბრუნდა აქტიურ ვარჯიშს, ლედლი კინგი კი ჩელსისთან მიღებულ ტრავმას მალე მოიშუშებს.

აქამდე ცენტრალური მცველის ფუნქციას სებასტიან ბასონგთან ერთად ტომ ჰადლსტოუნი ითავსებდა, თუმცა, მალე იგი კვლავ თავის ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდება ნახევარდაცვაში.

1 კომენტარი:

{ nika } at: October 15, 2009 at 2:37 AM said...

აბა შენ იცი ვუდ, კარი მშრალად შეგვინახე

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.