ჯოვანი: ”რედნაპი ბრწყინვალე მენეჯერია”

10.11.2009
ახალგაზრდა მექსიკელ ნახევარმცველს, რომელსაც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილავთ, იმედი აქვს, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ტოტენჰემში თავის ადგილს დაიმკვიდრებს.

”ახლახანს გავიარე სამედიცინო შემოწმება და ვფიქრობ, რამოდენიმე კვირაში დავბრუნდები” - თქვა ჯოვანიმ.

”ძალიან სამწუხაროა, რომ პრესტონთან მატჩში 15 წუთის შემდეგ მომიხდა მოედნის დატოვება. მე მართლაც მსურს ვაჩვენო, თუ რა შემიძლია.”

”მე იმას არ ვამბობ, რომ ძირითადი შემადგენლობიდან ჩემს გამო დეფო, კრაუჩი ან კინი უნდა ამოვარდნილიყვნენ. მაგრამ, მე კარგ ფორმაში ვიყავი, მშვენივრად ვვარჯიშობდი და ჩემს შანსს ვუცდიდი.”

”ჰარი რედნაპი დიდებული მენეჯერია და იმედი მაქვს ის უფრო მეტ სათამაშო დროს მომცემს, როდესაც ტრავმა მომირჩება. ამ სეზონში მენტალურადაც და ფიზიკურადაც უფრო ძლიერი ვარ.”

2 კომენტარი:

{ nika } at: October 11, 2009 at 8:48 PM said...

ჰეჰე, არადა მაგარი გამწარებულია რედნაპზე, ერთი სული აქვს როდის მოშორდება :D

{ Lennon } at: October 11, 2009 at 8:56 PM said...

:D:D აბაა... მარა ჩვენ გვკითხოს აბა, თუ გვინდა მაგის მოშორება??
იმედია უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება გამოჯანმრთელების შემდეგ :)

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.