მატჩის პრევიუ – VS მანჩესტერ იუნაითედი

9.11.2009
მაშ ასე, ხვალ, 12 სექტემბერს, დიდი დღეა სპურსის ფანებისათვის! ამ დღეს ყველანი მოუთმენლად ველოდით!

ტოტენჰემ ჰოთსპური ამ მატჩამდე 12 ქულით პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეშია მოქცეული ლონდონის ჩელსისთან ერთად, ხოლო მანჩესტერ იუნაითედი 9 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვარჯიშს დაუბრუნდნენ მეკარე ჰეურელიო გომესი და ნახევარმცველი ჯერმეინ ჯენასი. ორივე ფეხბურთელი მზადაა ჩემპიონთა წინააღმდეგ ითამაშოს. ჯენასის მზადყოფნა გარკვეულწილად უმსუბუქებს მწვრთნელს თავისტკივილს, რაც მოდრიჩის ტრავმითაა გამოწვეული. ახლა მის განკარგულებაში უფრო მეტი ფეხბურთელია და, შესაბამისად, უფრო მეტი შანსია იმისა, რომ ფონს ხორვატი ნახევარმცველის გარეშეც გავალთ.

შეხვედრისათვის ასევე მზად იქნება სებასტიან ბასონგი, რომელმაც სანაკრებო თამაშებისას მსუბუქი ტრავმა მიიღო, თუმცა, როგორც რედნაპი ირწმუნება, იგი სათამაშოდ ბოლომდე მზადაა. საეჭვოა ლედლი კინგის მონაწილეობა მატჩში. ინგლისელმა მცველმა ბირმინგჰემ სიტისთან გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო. მისი ბედი თამაშამდე ცოტა ხნით ადრე გადაწყდება. სხვა ტრავმირებულების სიაში ლუკა მოდრიჩის გარდა შედიან მაიკლ დოუსონი, ჯონათან ვუდგეიტი და გარეს ბეილი. ეს უკანასკნელი უკვე დაუბრუნდა მსუბუქ ვარჯიშს, ხოლო დოუსონი და ვუდგეიტი მალე გამოჯანმრთელდებიან.

მანჩესტერელთა მხირდან სავარაუდოა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს რიო ფერდინანდი. ტრავმირებულია მეკარე ვან დერ საარი. სხვა მხრივ ყველაფერი ძველებურადაა.

გუნდების სავარაუდო ძირითადი შემადგენლობები ასე გამოიყურება:

ტოტენჰემ ჰოთსპური: ეურელიო გომესი, ბენოიტ ასოუ–ეკოტო, ლედლი კინგი, სებასტიან ბასონგი, ვედრან ჩორლუკა, უილსონ პალასიოსი, ტომ ჰადლსტოუნი, აარონ ლენონი, ნიკო კრანჯჩარი/ჯერმეინ ჯენასი, რობი კინი, ჯერმეინ დეფო.

მანჩესტერ იუნაითედი: ბენ ფოსტერი, პატრის ევრა, ნემანია ვიდიჩი, რიო ფერდინანდი, ვესლი ბრაუნი, ლუის ნანი, მაიკლ კერიკი, დარენ ფლეტჩერი, ანტონიო ვალენსია, დიმიტარ ბერბატოვი, უეინ რუნი.

თუკი ამ მატჩს მოვიგებთ, ეს იქნება კლუბის საუკეთესო სტარტი ლიგაში მთელი თავისი ისტორიის განმვალობაში! ცოტა არ იყოს ძნელი მისიაა, მაგრამ In Harry We Trust! იმედია, ჰარი რედნაპი თავის გენიალობას კიდევ ერთხელ დაამტკიცებს და მატჩის შემდეგ ყველა სპური მშვენიერ ხასითზე ვიქნებით!

შეგახსენებთ, რომ მატჩი 12 სექტემბერს, საქართველოს დროით 20:30 წუთზე დაიწყება!

პრემიერ ლიგის გათამაშების ცხრილი მეხუთე ტურის წინ ასე გამოიყურება:

გასადიდებლად დააჭირეთ სურათს.

2 კომენტარი:

{ nika } at: September 11, 2009 at 6:27 PM said...

ჯენასი არამგონია ძირითადში მოხვდეს, ეგ კი არა ისეთი შემადგენლობაა განაცხადშიც მეეჭვება, გომესის ძირითადობა უფრო სათუოა

Anonymous at: September 11, 2009 at 6:39 PM said...

მე მგონია, რომ ჯენასი ითამაშებს მაინც... ან კრანჯჩარი, ან ეგ... შეიძლება ხორვატს პირველივე თამაშში არ ენდოს ჰარი, მაინც შეუთამაშებელია გუნდთან... ორივე ითამაშებს ალბათ რაღაც დროს :)

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.