რედნაპის შემაჯამებელი ინტერვიუ

9.03.2009
სატრანსფერო ფანჯრის შესახებ:
"მოხარული ვარ, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. ტელეფონმა რეკვა შეწყვიტა, რაც ძალიან კარგია."

უკანსკნელი ტრანსფერების შესახებ:

"სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ მშივდები ვიყავით. ჩვენ ნიკო კრანჯჩარი შევიძინეთ, მე ვიცნობ მას, იგი კარგი ფეხბურთელია და ამიტომ მისი შეძენით მოხარულები ვართ. რამოდენიმე ფეხბურთელი წავიდა – ჯემი ო'ჰარა არენდის წესით პორთსმუთში გადავიდა. იგი მშვენიერი დამატება იქნება მათთვის. გარდა ამისა, ჩვენ კევინ–პრინს ბოატენგი გავყიდეთ. სხვა მხრივ, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარმა საკმაოდ მშვიდად ჩაიარა."

ენთონ ფერდინანდისა და ალან ჰატონის გაცვლის შესახებ:

"ეს საკითხი აქტიურად განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა."

მეთიუ აპსონის შესახებ:
"ვფიქრობ, რომ დენიელი (ლევი, ტოტენჰემ ჰოთსპურის გენერალური მდივანი) ვესტ ჰემის ხელმძღვანელობას ესაუბრა მის შესახებ, თუმცა ტრანსფერი განხორციელებასთან ახლოს არასოდეს ყოფილა."

დევიდ ბენტლის შესახებ:
"ეს არასოდეს მოხდებოდა, მისი გუნდიდან გაშვების ცნობები მხოლოდ ჭორები იყო და მეტი არაფერი."

დევიდ ჯეიმსის შესახებ:

"მრავალჯერ მითქვამს, რომ დევიდი არაჩვეულებრივი მეკარეა, მაგრამ მე გუნდში ორი ბრწყინვალე გოლკიპერი მყავს და ამიტომ ჯეიმსის შეძენა გამორიცხული იყო."

ნიკო კრანჯჩარის შესახებ:

"ის კარგი ფეხბურთელია, მე უკვე მყავდა ორი ხორვატი გუნდში და ისინი აბსოლუტურად ფანტასტიური პროფესიონალები არიან, ბრწყინვალე მოთამაშეები. ნიკოც ასეთია, მაღალი კლასის ფეხბურთელია. კრანჯჩარის გაყიდვით პორთსმუთმაც იხეირა, რადგან მას სეზონის ბოლოს კონტრაქტის ვადა ეწურებოდა, ასე რომ, შედეგით ორივე კლუბი ბედნიერია."

"დარწმუნებული ვარ, რომ ნიკო კრანჯჩარი ნამდვილი ტოტენჰემ ჰოთსპურის ფეხბურთელია. მას დიდი შესაძლებლობები აქვს და ვფიქრობ, გუნდს კარგად მოერგება."

მანჩესტერ იუნაითედთან გასამართი მატჩისათვის მზადების შესახებ:
"დღეს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ვარჯიშობდა ბაზაზე, რადგან წინ სანაკრებო თამაშებია და ჩვენ მოთამაშეებს მატჩამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე ვნახავთ. ცოტა არ იყოს, არეული სიტუაციაა. ისინი ყველა მხრიდან მოდიან – ჰონდურას, კამერუნი, მექსიკა. იმედი უნდა დაიტოვო, რომ დაბრუნებისას ყველანი თამაშისათვის მზად იქნებიან.

1 კომენტარი:

Anonymous at: September 3, 2009 at 9:18 PM said...

იმედია სანაკრებო თამაშების შემდეგ ყველა მოთამაშე მწყობრში იქნება... :)

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.