ჰარი რედნაპი – ”პრესტონთან იოლი თამაში არ გვექნება”

9.22.2009
როგორც იცით, ხვალ, 23 სექტემბერს გაიმართება "კარლინგის თასის" მორიგი შეხვედრა, რომელშიც ჩვენი მოწინააღმდეგე ჩემპიონშიფის გუნდი, "პრესტონ ნორს ენდი" იქნება.
ჰარი რედნაპმა კარგად იცის, რომ წინ რთული თამაში გველის, თუმცა შემადგენლობის გადახალისებასაც დაგვპირდა.
"ეს ჩვენთვის რთული ტესტი იქნება" – თქვა ჰარიმ – "მათ ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავთ, რომელმაც მშვენიერი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც წელს ლიგაში ძალიან კარგად თამაშობს."
"მე ფეხბურთელების დიდი რაოდენობა მყავს გუნდში, ასე რომ, მე მათ თამაშის შანსს მივცემ, როგორც ეს დონკასტერთან შეხვედრისას იყო."
"ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ პატივს არ ვცემ, უბრალოდ ჩვენს ფეხბურთელებს თამაში სჭირდებათ. თუმცა, ვინც არ უნდა ითამაშოს, დიდი შრომის გაწევა მოუწევს, რადგანაც პრესტონის დამარცხება იოლი არ იქნება."

სავარაუდოდ, მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებენ ჯოვანი დოს სანტოსი, გარეს ბეილი და მაიკლ დოუსონი. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით რედნაპმა განაცხადა, რომ მას ერთი საათის სათამაშო დროს მისცემს. ასევე, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება მეკარე ეურელიო გომესი. მცირე ტრავმა აწუხებს რომან პავლიუჩენკოს, ხოლო ნიკო კრანჩარს ამ სეზონში "კარლინგის თასის" მატჩებში მონაწილეობის უფლება არა აქვს.

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.