ინტერვიუ მატჩის შემდეგ – ჰარი რედნაპი

9.21.2009
რედნაპი მატჩის შედეგით უკმაყოფილო იყო და განაცხადა, რომ მის გუნდს არ გაუმართლა.

თამაშში ანგარიშის გარდა სხვა უსიამოვნებებიც მრავლად იყო – ლედლი კინგმა ტრავმა მიიღო, ხოლო სებასტიან ბასონგმა ტვინის შერყევა...

"ჩვენ აქ განსხვავებული სისტემით მოვედით სათამაშოს (4–3–3) და მე პირველი ოცდაათი წუთით მართლაც კმაყოფილი ვიყავი." – თქვა ჰარიმ.

"პირველი ტაიმის შემდეგ მეგონა, რომ ჩვენ შევძლებდით თამაშის შემობრუნებას, თუმცა მალე ლედლი დავკარგეთ და ეს დიდი პრობლემა იყო, რადგან დიდიე დროგბა ძალზედ სახიფათოა."

"კავალიო ნამდვილად შეეხო კინს საჯარიმოში, თუმცა მან თავის შემაგრება მაინც სცადა. რობი რომ მაშინვე წაქცეულიყო, მსაჯს სხვა გამოსავალი არ ექნებოდა, თუ არა პენალტის დადება."

"თუკი კინის მხრიდან სიმულაციას ჰქონდა ადგილი, მაშინ მსაჯს მისთვის ყვითელი ბარათი უნდა მიეცა. თუმცა, რეფერიმ არც თერთმეტმეტრიანი დადო და არც ასე არ მოიქცა."

"თამაში ნამდვილად კარგად დავიწყეთ, რამოდენიმე მომენტიც გვქონდა და ერთი აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა."

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.