პიტერ კრაუჩი - ჩვენ შეგვიძლია!

9.14.2009
პრემიერლიგის ყველაზე მაღალი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ მიუხედავად მანჩესტერ იუნაითედთან დამარცხებისა, ჩვენ მაინც შეგვიძლია ამ სეზონში ტოპ ოთხეულში მოვხვდეთ.

კრაუჩი ოპტიმისტურადაა განწყობილი და უკვე ჩელსისთან თამაშისათვის ემზადება.

"ჩვენ ფანტასტიურად კარგი ფეხბურთელები გვყავს და სეზონიც ბრწყინვალედ დავიწყეთ!" - თქვა პიტერმა.

"თამაშის ზოგიერთ მონაკვეთში ჩვენ უკეთ გამოვიყურებოდით, განსაკუთრებით პირველ ოცდაათ წუთში. ისე ჩანდა, თითქოს ყოველ შეტევას გატანილი ბურთით დავასრულებდით."

"მაგრამ, მეორე ტაიმში რატომღაც მოვეშვით და პრესინგსაც იშვიათად მივმართავდით. სწორედ ამიტომაც წავაგეთ - თუკი მანჩესტერ იუნაითედს სათამაშო სივრცეს მისცემ, ისინი ამას აუცილებლად გამოიყენებენ."

"რა თქმა უნდა, მე იმას არ ვამბობ, რომ უკვე შეიძლება ქვეყნის საუკეთესო ოთხეულის გუნდი გვეწოდოს, მაგრამ ამ წოდებამდე არც ისე შორის ვართ."

"ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ნამდვილად შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება - ამის კარგი შანსი მომავალ შეხვედრაში, ჩელსის წინააღმდეგ გვაქვს. თუკი სტემფორდ ბრიჯზე სასურველ შედეგს მივაღწევთ, ხალხი კვლავ ალაპარაკდება ჩვენს სიძლიერეზე."

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.