ჰარი რედნაპი – ჯოვანი დოს სანტოსს ტოტენჰემში მომავალი აქვს

9.07.2009
მექსიკელი ნახევარმცველის ბრწყინვალე ფორმით კმაყოფილმა ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ ჯოვანის ტოტენჰემში დიდი მომავალი აქვს და მას საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსს მისცემს.

"ჯოვანიმ კარლინგის თასზე ძალიან კარგად ითამაშა" – თქვა ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა – "იგი ენერგიულად გამოიყურებოდა და იმედი მაქვს, ჯოვანი კარგ ფორმას შეინარჩუნებს."

"თუკი იგი გადაწყვეტს, რომ დიდი ფეხბურელი გახდეს, მას ეს ნამდვილად შეუძლია. თუკი ეს ასე მოხდება, მას კლუბში მეტი სათამაშო დრო და შანსი მიეცემა."

"ჯოვანის დიდი შესაძლებლობები აქვს და თუკი ის მოინდომებს, ვფიქრობ, გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდება."

შეგახსენებთ, რომ ჯოვანი დოს სანტოსი უახლოეს სანაკრებო მატჩში, ჰონდურასის ნაკრების წინააღმდეგ, 9 სექტემბერს მიიღებს მონაწილეობას.

1 კომენტარი:

{ nika } at: September 9, 2009 at 10:52 PM said...

გენაცვალე. ჩვენი იმედი ხარ

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.