სანაკრებო მატჩების მიმოხილვა 05.09.09

9.05.2009
სენსაცია! გუშინ გამართული უკლებლივ ყველა სანაკრებო შეხვედრა, რომელშიც ჩვენი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, მათი გამარჯვებით დასრულდა!

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში სულ 9 სპურსის ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას, ესენი იყვნენ: ვილსონ პალასიოსი, ჯოვანი დოს სანტოსი, სებასტიან ბასონგი, ბენოიტ ასოუ–ეკოტო, ვედრან ჩორლუკა, ნიკო კრანჯჩარი, ალან ჰატონი, რობი კინი და რომან პავლიჩენკო. ასევე, კაილი ნოუთონი და დენი როუზი იყვნენ ინგლისის 21 წლამდელთა ნაკერბის შემადგენლობაში, ხოლო, ჯერმეინ დეფო, პიტერ კრაუჩი და აარონ ლენონი – ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.

აღსანიშნავია ამხანაგური მატჩი ინგლისისა და სლოვენიის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც ანგარიშით 2–1 დასრულდა. მატჩის მეორე, გადამწყვეტი გოლი ჩვენმა ბომბარდირმა – ჯერმეინ დეფომ გაიტანა:



ასევე, თავი გამოიჩინა ტოტენჰემისა და ირლანდიის ნაკრების კაპიტანმა – რობი კინმა, რომელმაც 83–ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა კვირპოსის ნაკრების კარში:



ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ჯოვანი დოს სანტოსმა, რომელმაც კოსტა რიკასთან გამართულ შეხვედრაში ანგარიში ულამაზესი დარტყმით გახსნა და შემდეგ ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა. მე მგონი, უკვე დროა, რედნაპმა ამ ფეხბურთელს უფრო მეტი სათამაშო დრო მისცეს... ჯოვანის გოლი:



ლიხტენშტეინთან გამართულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა რომან პავლიჩენკომ, რომელმაც ორი თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა:



ყველა მატჩის საბოლოო ანგარიშები ასე გამოიყურება:

ინგლისი – სლოვენია 2:1 (დეფო, კრაუჩი, ლენონი)
კვიპროსი – ირლანდია 1:2 (კინი)
კოსტა რიკა – მექსიკა 0:3 (დოს სანტოსი)
ხორვატია – ბელორუსია 1:0 (კრანჯჩარი, ჩორლუკა)
ჰონდურასი – ტრინიდადი და ტობაგო 4:0 (პალასიოსი)
რუსეთი – ლიხტენშტეინი 3:0 (პავლიჩენკო)
გაბონი – კამერუნი 0:2 (ასოუ–ეკოტო, ბასონგი)
შოტლანდია – მაკედონია 2:0 (ჰატონი)
მაკედონია21 – ინგლისი21 1:2 (როუზი, ნოუთონი)

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.