ლენონს ამ სეზონში პრემიერ ლიგაში 10 გოლის გატანა სურს

9.01.2009
"მფრინავმა ვინგერმა" განაცხადა, რომ თავისი თამაშით კმაყოფილია და სურს, ამ სეზონში უფრო მეტი გოლი გაიტანოს.

"ყოველთვის ვცდილობდი, რომ გოლის გატანის მაჩვენებელი გამეუმჯობესებინა." – თქვა აარონმა – "უკვე ორი გოლი გავიტანე და ამით მოხარული ვარ, მაგრამ მე უფრო მეტის გატანა მსურს."

"წინა წლებში შედარებით ცოტას ვიტანდი. ჩემი მიზანია, რომ ამ მხრივ ჩემი თამაში გავაუმჯობესო."

"გასულ სეზონში ხუთი გოლი გავიტანე, რაც ჩემი საუკეთესო მაჩვენებელი იყო, მაგრამ მე ნამდვილად შემიძლია რომ ამ წელიწადს ეს მაჩვენებელი ათამდე გავზარდო. ასევე, როგორც ვინგერს, მე მსურს უფრო მეტი საგოლე პასი გავაკეთო. ასე რომ, გოლის გატანა და საგოლე გადაცემების გაკეთება ჩემი ერთ–ერთი მთავარი მიზანია."

"ტრეინინგისას ბევრს ვვარჯიშობდი დარტყმაში. ჰარი რედნაპიც თავდაჯერებულობას მმატებს. იგი მავალებს, რომ საჯარიმოში შევიდე და კარის მიმართულებით დავარტყა."

ლენონს ასევე იმედი აქვს, რომ ინგლისის ნაკრების მუდმივი წევრი გახდება.

"ინგლსისი ნაკრებში მარჯვენა ფლანგზე დიდი კონკურენციაა. წლების განმავლობაში ხანდახან ნაკრებს გარეთ ვრჩებოდი, ახლა კი მსურს, რომ სპურსისთვის უკეთ ვითამაშ და ამ გზით ჩემი შანსი მივიღო."

"ნაკრებში მხოლოდ იმიტომ არ მინდა, რომ წინ მსოფლიო ჩემპიონატია. მე ყოველთვის მსურდა მისი წევრი ვყოფილიყავი. ამავე დროს, წინა ჩემპიონატი ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი იყო. ისეთი რამ არასოდეს გამომიცდია."

2 კომენტარი:

{ nika } at: September 1, 2009 at 10:26 PM said...

4 თამაშში 2 გოლი აქ და 10საც გაიტანს დ ამეტსაც.

იმედია ისეთივე მნიშნველოვანს როგორიც ეს ორი გოლი იყო

{ Lennon } at: September 1, 2009 at 10:29 PM said...

აუცილებლად გაიტანს, ასე თუ გააგრძელა :)

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.