სანაკრებო მატჩების მიმოხილვა 09.09.09

9.10.2009
დასრულდა სამხრეთ აფრიკის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი საკვალიფიკაციო ეტაპი, რომელშიც წარმატებით მიიღეს მონაწილეობა ჩვენმა ფეხბურთელებმა.

დაძაბულად წარიმართა მატჩი აცტეკას სტადიონზე, სადაც ერთმანეთს ჯოვანი დოს სანტოსის მექსიკა უილსონ პალასიოსის ჰონდურასს დაუპირისპირდა. ჯოვანიმ მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარა, სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა მეტოქის წინააღმდეგ 75 წუთზე დადებული პენალტი, რომელიც მექსიკელებმა კარგად გამოიყენეს და ტაბლოზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 1:0 . გთავაზობთ შეხვედრის ერთადერთ გატანილ გოლს, რომელიც მეტწილად დოს სანტოსის დამსახურება იყო:



გოლი გაიტანა რომან პავლიჩენკომაც, რომელიც უელსის წინააღმდეგ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იყო, თუმცა თამაშში ძალზედ ნაყოფიერად ჩართო და საბოლოოდ 90 წუთზე ანგარიში 1–3 გახადა რუსეთის ნაკრების სასარგებლოდ:



შეუჩერებელი იყო აარონ ლენონი, რომელმაც ხორვატიის წინააღმდეგ გამართული მატჩის უკვე მეშვიდე წუთზე ინგლისის ნაკრებს პენალტის დარტყმის უფლება მოუპოვა, ხოლო მოგვიანებით სტივენ ჯერარდს ზუსტი საგოლე გადაცემა გაუკეთა. ლენონი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს! მატჩში მონაწილეობა მიიღო ჯერმეინ დეფომაც, რომელმაც ემილ ჰესკი შეცვალა. ხორვატთა მხრიდან მოედანზე 90 წუთი დაჰყო ჩვენმა ახალმა შენაძენმა, ნიკო კრანჯჩარმა. გთავაზობთ ინგლისი–ხორვატიის თამაშის მიმოხილვას:



ჩვენი ფეხბურთელების მიერ ჩატარებული მატჩების ანგარიშები ასე გამოიყურება:

მექსიკა – ჰონდურასი 1:0 (ჯოვანი, პალასიოსი)
უელსი – რუსეთი 1:3 (პავლიჩენკო)
ინგლისი – ხორვატია 5:1 (ლენონი, დეფო, კრანჯჩარი)
შოტლანდია – ჰოლანდია 0:1 (ჰატონი)
კამერუნი – გაბონი 2:1 (ასოუ–ეკოტო)

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.