მატჩის პრევიუ – VS ბირმინგემ სიტი

8.29.2009
ტოტენჰემი ამ მატჩამდე 3 თამაშში 3 მოგებით პრემიერ ლიგის სათავეშია მოქცეული, ბირმინგემ სიტი კი 1 მოგებით, 1 ფრითა და 1 წაგებით მე–8 ადგილს იკავებს.

სპურსი შეეცდება შეინარჩუნოს ბრწყინვალე საშინაო ფორმა – გასულ სეზონში კლუბმა საკუთარ მოედანზე ლიგაში ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა – მხოლოდ ათი.

ლონდონურ კლუბს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან ჯერმეინ ჯენასი, მაიკლ დოუსონი, ჯონათან ვუდგეიტი, გარეს ბეილი და ჰეურელიო გომესი. ბრაზილიელი გოლკიპერი სავარაუდოდ 1 თვეში გამოჯანმრთელდება, დოუსონი კი უკვე დაუბრუნდა მსუბუქ ვარჯიშებს.

ოდნავი ეჭვის ქვეშაა ასუ–ეკოტოს თამაში, რომელმაც ვესტ ჰემთან გამართულ მატჩში მცირე ტრავმა მიიღო და ბირმინგემელებთან შეხვედრამდე ფიტნეს ტესტს გაივლის, რომლის მიხედვითაც გადაწყდება, მიიღებს თუ არა იგი თამაშში მონაწილეობას.

შემადგენლობის მხრივ პრობლემები აქვს ბირმინგჰემ სიტისაც. ალექს მაკლიშის გუნდს ტრავმების გამო ამ თამაშში ვერ დაეხმარებიან ჯერომე, ტეილორი, რიჯველი, მათჩი, დანი, ბენტი და მორფი. სავარაუდოდ, ბირმინგემელთა მთავარი მწვრთნელი ამ მატჩში დებიუტს მისცემს კლუბის რეკორდულ შენაძენს – კრისტიან ბენიტესს.

გუნდების სავარაუდო ძირითადი შემადგენლობები ასეთია:

ტოტენჰემ ჰოთსპური: კარლო კუდიჩინი, ბენოიტ ასოუ–ეკოტო, ლედლი კინგი, სებასტიან ბასონგი, ვედრან ჩორლუკა, ვილსონ პალასიოსი, ტომ ჰადლსტოუნი, ლუკა მოდრიჩი, აარონ ლენონი, რობი კინი, ჯერმეინ დეფო.

ბირმინგჰემ სიტი: ჰარტი, რ. ჯონსონი, ქვედრი, ვინალი, კარი, ბოიერი, ფერგიუსონი, ფაჰი, მაკფადენი, ლარსონი, ბენიტესი.

მატჩი საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება.

პრემიერ ლიგის გათამაშების ცხრილი მეოთხე ტურის წინ ასე გამოიყურება:

გასადიდებლად დააჭირეთ სურათს.

1 კომენტარი:

{ Pajero } at: August 29, 2009 at 1:40 PM said...

დღეს აუცილებლად უნდა მოვიგოთ! ახლა სანაკრებო თამაშებია და კარგი იქნება, თუ ფეხბურთელები მაქსიმალური ქულებით წავლიან ბრეიკზე.

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.