ინტერვიუ მატჩის შემდეგ – ჰარი რედნაპი

8.09.2009
"ეს დამსახურებული გამარჯვება იყო" – განაცხადა ჰარიმ – "ჩვენ შარშანაც დავამარცხეთ ლივერპული, როდესაც მე გუნდში ახალი მოსული ვიყავი, და მე მაშინ ვაღიარე, რომ არც კი ვიცოდი რის ხარჯზე მოვიპოვეთ ის გამარჯვება. მოწინააღმდეგე თამაშის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა."

"დღეს კი ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით და ეს გამარჯვება სრულად დავიმსახურეთ. მე ვფიქრობ, ჩვენ ლივერპული დავჩაგრეთ."

"მატჩის გარდამტეხი მომენტი მაშინ იყო, როდესაც ჩვენ შევძელით და ანგარიშის გათანაბრების შემდეგ კვლავ დავწინაურდით."

"როგორც წესი, როდესაც ლივერპულის მსგავს გუნდთან 1–0 ანგარიშს ვერ შეინარჩუნებ, სიტუაცია იცვლება და მოწინააღმდეგე თამაშს იგებს. "

"მაგრამ, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი თამაშის პოვნა, გავიტანეთ გოლი და მატჩის განმავლობაში მათ მეკარეს რთული სამუშაო მივეცით."

"სებასტიან ბასონგმა ბრწყინვალე თავური დარტყმით დაგვაწინაურა. მე მისით ძალზედ კმაყოფილი ვარ. მას ნამდვილად აქვს პოტენციალი გახდეს დიდი ფეხბურთელი."

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.