ფრანგი კევინ ანინი შესაძლოა ტოტენჰემში ვიხილოთ

8.27.2009
ფრანგული "ლე ჰავრი"–ს ვარსკვლავ კევინ ანინს იმედი აქვს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ტოტენჰემ ჰოთსპურის ფეხბურთელი იქნება.

23 წლის ფეხბურთელი ჩვენთან ერთკვირიან საცდელ ვარჯიშებს გადიოდა და რედნაპის მოწონებაც დაიმსახურა. გარდა ტოტენჰემისა, მის გადაბირებას ფრანგული კლუბებიც ცდილობენ – ბორდო, რენე, სოშო და ოსერი – მათ კევინს უკვე შესთავაზეს წინადადებები.

სავარაუდოდ, ტოტენჰემს ფრანგი ცენტრალური ნახევარმცველის არენდის წესით, 1 წლით აყვანა სურს. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი უფლება გვექნება გადავწყიტოთ, ვიყიდით თუ არა ფეხბურთელს. ჩვენი წინადადებით უკმაყოფილოა ფრანგული კლუბი, რომელსაც ანინის გაყიდვა ამ ზაფხულშივე სურს.

"მე მინდა, რომ ტოტენჰემში გადავიდე. მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და მე ვიცი, რომ შემიძლია შესაბამის დონეზე თამაში, რასაც ჰარი რედნაპი მოითხოვს."– განაცხადა კევინმა.

"პრემიერლიგაში თამაში ჩემს ფეხბურთს უკეთესს გახდის და უფრო მაღალ დონეზე აიყვანს."

"მე მართლაც ძალიან მინდა ლონდონურ კლუბში გადასვლა და იმედი მაქვს ტოტენჰემი და ლე ჰავრი შეთანხმებას მიაღწევენ."

2 კომენტარი:

{ nika } at: August 27, 2009 at 7:40 PM said...

me wavikitxe chaishala eg transfferioa

{ Pajero } at: August 27, 2009 at 7:59 PM said...

არ ჩაშლილა, ჯერ პასუხი არ გაუცია "ლე ჰავრის".

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.