ზარბაზანა – "გუნდის შემადგენლობის მიხედვით საუკეთესო სამეულში შევდივართ"

8.27.2009
ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა წევრმა, ტომ ჰადლსტოუნმა წელს ჩვენი კლუბის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსებზე ისაუბრა.

მისი აზრით, გუნდს საკმარისი პოტენციალი აქვს იმისათვის, რომ პრემიერ ლიგაში ერთ–ერთი საუკეთესო იყოს.

"ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გუნდის შემადგენლობით საუკეთესო სამეულში შევდივართ." – თქვა ტომმა.

"კარგად ვიცით, რომ არ უნდა მოვდუნდეთ და იგივე ტემპში უნდა განვაგრძოთ. ვფიქრობ, კვირაში მხოლოდ ერთი მატჩის თამაში და ევროთასებში არმონაწილეობა ჩვენს სასიკეთოდ იმოქმედებს. ეს სწორედ ასე მოხდა, როდესაც ჩვენ ლიგაში მეხუთე ადგილზე გავედით."

"რა თქმა უნდა, ორი ან სამი თამაშის შემდეგ დასკვნებს ვერ გააკეთებ. დაახლოებით შვიდი–რვა ტურის შემდეგ უკვე შეიძლება, რომ გათამაშების ცხრილს საფუძვლიანად გადახედო."

"წელს ჩვენი მენეჯერის განკარგულებაში მთელი წინასასეზონო პერიოდი იყო და მას საშუალება ჰქონდა, ისე ვეთამაშებინეთ, როგორც სურდა. მან ძალიან ბევრი იმუშავა, რომ გუნდი სასურველ ფორმაში ჩაეყენებინა."

"ძველი რეჟიმის დროს არავინ იცოდა, თუ რა გუნდი გავიდოდა მოედანზე სათამაშოდ, სანამ მატჩის დაწყებამდე 20 წუთი არ დარჩებოდა. ეს კი ცუდი იყო, რადგან საჭიროა საჯარიმოებსა და კუთხურებში გავარჯიშება მატჩამდე. როდესაც არ იცი, თუ ვინ არის შენი თანაგუნდელი, შეუძლებელია შეთამაშებულად ივარჯიშო მასთან ერთად."

"ჰარი რედნაპმა ჩვენი თამაშის სტილი შეცვალა. მას სურს, რომ ჩვენ მეტი პრესინგი განვახორციელოთ მოწინააღმდეგეზე. ეს კი ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია და თანაც ისეთი ფეხბურთელები გვყავს, რომელთაც ბურთის მოპოვების შემთხვევაში სწრაფად შეუძლიათ შეტევაზე გადასვლა."

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.