კრანჩარი ტოტენჰემში გადმოვიდა

9.01.2009
დღეს ცნობილი გახდა, რომ პორთსმუთთან მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ხორვატიის ეროვნული ნაკრების წევრი, ნიკო კრანჩარი უკვე ტოტენჰემ ჰოთსპურის ფეხბურთელია. ტრანსფერი მეტწილად ლუკა მოდრიჩის ტრავმითაა გამოწვეული. 25 წლის კრანჩარის სანაცვლოდ პორთსმუთი დაახლოებით 2.5 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

"მე ძალიან კმაყოფილი ვარ. პორთსმუთში ყოფნისას კრანჩარი სწორედ მე მივიყვანე გუნდში. იგი ფანტასტიური ფეხბურთელი და ბრწყინვალე ახალგაზრდაა." – განაცხადა ჰარი რედნაპმა.

"გუნდში უკვე მყავს ორი ფანტასტიური ხორვატი ფეხბურთელი – მოდრიჩი და ვედრან ჩორლუკა – რომლებსაც შეუძლიათ ნიკოს ახალ გარემოსთან შეგუებაში დაეხმარნონ."

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.