ლედლი კინგი – "საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა ნამდვილად შეგვიძლია"

8.28.2009
ტოტენჰემ ჰოთსპურის ექს–კაპიტანმა, ლედლი კინგმა ამ სეზონში გუნდის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსებზე ისაუბრა.

"ზაფხულის განმავლობაში სიწყნარე იყო." – ამბობს ლედლი – "არავინ საუბრობდა ტოტენჰემსა და საუკეთესო ოთხეულზე, და მე ეს მიხაროდა, რადგან წინა წლებში მუდმივად მიდიოდა იმაზე საუბარი, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება."

"წელს კი, საუბრის ნაცვლად ჩვენ უბრალოდ ძალიან მოვინდომეთ და ბევრი ვიშრომეთ. ფეხბურთელების დონის მიხედვით კლუბს ნამდვილად შეუძლია საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა ამ სეზონში."

"ჩვენ გვსურს, რომ თითოეულ მატჩზე მოვახდინოთ კონცენტრაცია და არა მთელ სეზონზე ვისაუბროთ. გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ. ასე თუ განვაგრძობთ, იქნებ ლიგაც კი მოვიგოთ!"

"მე ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ჩვენ ამ სეზონში ევროტურნირში არ ვმონაწილეობთ, სავარაუდოდ ჩევნზე სასიკეთოდ იმოქმედებს."

ლედლიმ კლუბის შარშანდელ შენაძენზე, ვილსონ პალასიოსზეც ისაუბრა.

"იგი გრაჰამ რობერტსის მსგავსი ფეხბურთელია ჩვენთვის. ვილსონი სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს აძლევს გუნდს ნახევარდაცვაში. თუკი ჩვენ წარმატების მიღწევა გვსურს, მისი მსგავსი მოთამაშეები ნამდვილად გვჭირდება."

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.