ო'ჰარა სეზონის ნახევარს ფრეტონ პარკზე გაატარებს

8.28.2009
დღეს ტოტენჰემ ჰოთსპურსა და პორთსმუთს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ინგლისის 21–წლამდლეთა ნაკრების წევრი, ჯემი ო'ჰარა შობის პერიოდამდე არენდის წესით ფრატონ პარკზე ითამაშებს.

რედნაპი ო'ჰარას წასვლით გახარებული არაა და ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ ფეხბურთელმა სათამაშო პრაქტიკის დონე აიმაღლოს.

"ძალიან ძნელი იყო გადაწყვეტილების მიღება."– განაცხადა რედნაპმა –"ო'ჰარა ბრწყინვალე ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ, სამწუხაროდ მისთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილის პოვნა რთული იქნებოდა. ამიტომ, აჯობებს, თუ იგი დროებით პორთსმუთში გადავა და უფრო მეტ მატჩში მიიღებს მონაწილეობას."

"პოლ ჰარტის გუნდი ო'ჰარას სახით ძალიან ძლიერ დამატებას მიიღებს. მე იგი ძალიან მომენატრაბა. ჯემი ყოველთვის შემართებით თამაშობს და მისი მსგავსი ფეხბურთელები ყოველთვის გჭირდება კლუბში."

2 კომენტარი:

{ nika } at: August 29, 2009 at 12:41 AM said...

წაასვლამდე კონტრაქტი გაახანგძლივა სპურზთან 2013 წლამდე :))

{ Pajero } at: August 29, 2009 at 12:24 PM said...

wow! მაგარიაა! მემარცხენე ინგლისელი ფეხბურთელები ცოტანი არიან და კარგი იქნება ერთი მაინც თუ გვეყოლება :)

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.