პიტერ კრაუჩი ფორმაშია

8.27.2009
"ძალიან კარგი თამაშ იყო და მე ვფიქრობ, რომ ყველა ფეხბურთელმა, ვისაც აქამდე თამაშის შანსი არ ჰქონდა, მენეჯერს სერიოზული საფიქრალი მისცა." – განაცხადა კრაუჩმა დონკასტერთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, სადაც მან თავისი პირველი გოლი გაიტანა მისის ახალი კლუბისთვის.

"ბიჭები კარგ ფორმაში იყვნენ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ 90 წუთი ვითამაშე, რადგან სეზონისათვის მოსამზადებელ მატჩებში მონაწილეობა თითქმის არ მიმიღია."

"ახლა თავს ჯანსაღად და ენერგიულად ვგრძნობ. ძირითად შემადგენლობაში ჩემი პირველი სტარტის გოლით აღნიშვნა ძალიან სასიამოვნო იყო."

"დონკასტერი კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ ხარისხით აღვემატებოდით მათ."

"მე რა თქმა უნდა, ბრძოლა მომიწევს საკუთარი ადგილისათვის, მაგრამ მე არ გადმოვიდოდი ტოტენჰემში, თუკი საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვიქნებოდი. მე აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს შანსს, როდესაც ამის საშუალება მექნება. საბედნიეროდ, დონკასტერის წინააღმდეგ მე ეს მოვახერხე."

"ყველა ძლიერ კლუბს ჰყავს მინიმუმ ოთხი კარგი ფორვარდი გუნდში და თუკი შენ ისეთი გუნდის შემადგენლობაში გინდა თამაში, როგორიც სპურსია, მაშინ დიდ კონკურენციას უნდა ელოდე."

2 კომენტარი:

{ nika } at: August 27, 2009 at 5:39 PM said...

შენი იმედი გვაქ პიტერ :)

{ Pajero } at: August 27, 2009 at 6:00 PM said...

პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალი მოთამაშეა. კუთხურებისას ძალიან სახიფათო იქნება მოწინააღმდეგისათვის.

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.