მოდრიჩის შემცვლელის ძიება

8.31.2009
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა პლეიმეიკერმა, ლუკა მოდრიჩმა ბირმინგჰემ სიტისთან გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ 6 კვირის განმავლობაში გუნდს ვერ დაეხმარება.

რედნაპმა გადაწყვიტა, რომ მისი შემცვლელი მოძებნოს. ასეთად კი ჩვენი მთავარი მწვრთნელი ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების კაპიტანს, რაფაელ ვან დერ ვაარტს მიიჩნევს. 26 წლის ფეხბურთელს რეალის "რევოლუციის" შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება უჭირს. ამასთანავე, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ფეხბურთელი მის სამომავლო გეგმებში არ შედის და სერიოზული შემოთავაზების შემთხვევაში მზადაა რაფაელს სხვა კლუბში გადასვლის უფლება მისცეს.

სავარაუდოდ, ტოტენჰემის ხელმძღვანელობა მზადაა რეალ მადრიდს ვან დერ ვაარტის სანაცვლოდ 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზოს.

დღეს ასევე გავრცელდა ცნობა, რომ რედნაპს სურს პორთსმუთის ფეხბურთელების – მეკარე დევიდ ჯეიმსის და ხორვატი ნახევარმცველი ნიკო კრანჩარის შეძენა, კომბინირებულ 8 მილიონ ფუნტად. გარდა ამისა, ჰარის იმედი აქვს, რომ ჰონდურასელი მცველის – ოსმან ჩავესის არენდის წესით აყვანას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ხვალ, პირველ სექტემბერს იხურება.

2 კომენტარი:

{ nika } at: August 31, 2009 at 12:22 PM said...

ეს ჩავესი სად თამაშობს?

{ Lennon } at: August 31, 2009 at 12:37 PM said...

ჰონდურასული კლუბია რაღაც "პლატენსი"... სანაკრებო თამაშებიდან გახდა ცნობილი უფრო.

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.