ინტერვიუ მატჩის შემდეგ – ჰარი რედნაპი

8.30.2009
"ჩვენ უფრო იოლად უნდა მოგვეგო, მაგრამ შეცდომა დავუშვით და მოწინააღმდეგეს იოლი გოლის გატანის საშუალება მივეცით." – განაცხადა რედნაპმა მატჩის შემდეგ.

"ვფიქრობ, ჩვენთვის ყველაფერი გაცილებით მარტივად უნდა ყოფილიყო, მაგრამ გატანილმა გოლმა მოწინააღმდეგეს სტიმული მისცა და ისინი ძალზედ გააქტიურდნენ მატჩის მიწურულს. საბედნიეროდ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, შესანიშნავი გოლი გავიტანეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ."

"აჯობებდა, თუკი ჩვენ გოლს მაშინ გავიტანდით, როდესაც შეხვედრის პირველ ნახევარში მოედანზე ვდომინირებდით."

"ანგარიშის გათანაბრებამ ბირმინგჰემის ფეხბურთელებზე ძალიან იმოქმედა. მოწინააღმდეგე გააქტიურდა და მოსაგებადაც კი დაიწყო ბრძოლა, თუმცა, საბედნიეროდ, ეს ჩვენ მოვახერხეთ."

"12 ქულა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ბრწყინვალე შედეგია გუნდისათვის."

მატჩში ლედლი კინგმა და ლუკა მოდრიჩმა ტრავმები მიიღეს, რამაც გამარჯვებით გახარებული გულშემატკივარი ძალზედ დაამწუხრა.

"ჩვენ ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ, რაც დიდი პრობლემაა. ვეცდები, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდში ახალი ფეხბურთელი მოვიყვანო." – თქვა ჰარიმ.

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.