პავლიჩენკო შესაძლოა მაინც წავიდეს

8.29.2009
დღეს ცნობილი გახდა, რომ ტოტენჰემ ჰოთსპური მზადაა მიჰყიდოს ფეხბურთელი მოსკოვის სპარტაკს, თუკი ეს უკანასკნელი პავლიჩენკოში 10.5 გირვანქა სტერლინგს გადაიხდის. რუსების ბოლო შემოთავაზება 9 მილიონს შეადგენდა, რომელსაც კლუბი ორი წლის განმავლობაშ დაფარავდა. ეს კი სპურსის ხელმძღვანელობისათვის მისაღები არ აღმოჩნდა.

გაზეთები ასევე აქტიურად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ 30 წლის ხორვატი მეკარე, სტიპე პლეტიკოშა შესაძლოა მოსკოვის სპარტაკიდან უაით ჰართ ლეინზე გადმობარგდეს. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ტოტენჰემის ძირითადი მეკარე – ჰეურელიო გომესი ტრავმირებულია.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს იხურება.

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.