ლენონი თავდაჯერებულია

8.24.2009
ვესტ ჰემთან გამართული მატჩის გმირმა აარონ ლენონმა განაცხადა, რომ მის თანაგუნდელებს არასოდეს დაუკარგავთ რწმენა, მიუხედავად იმისა, რომ 1–0 აგებდნენ.

აარონმა გამარჯვების გოლი მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გაიტანა და გუნდი 3 თამაშში 3 მოგებით კვლავ პრემიერლიგის სათავეში დაბრუნდა.

მიმდინარე სეზონი უკვე შევიდა ტოტენჰემის ისტორიაში, რადგან ლივერპულის, ჰალ სიტისა და ვესტ ჰემ იუნაითედის დამარცხებით გუნდმა პირველ სამ თამაშში მაქსიმალური 9 ქულა მოიპოვა, რაც ჩვენი კლუბის საუკეთესო სტარტია პრემიერლიგის ისტორიაში.

"როდესაც ვესტ ჰემმა გაიტანა, მათი გულშემატკივარი ძალზედ გააქტიურდა და მათ გუნდს სტიმული მისცა, თუმცა ამან ჩვენზედაც იმოქმედა."– თქვა ლენონმა – "როდესაც ჯერმეინ დეფოს შანსს მისცემ, ეს უკვე გოლია. ჩვენ ძალიან გაგვეხარდა ანგარიშის გათანაბრება."

"მიუხედავად რთული მდგომარეობისა, ჩვენ არასოდეს დაგვიკარგავს რწმენა და თავდაჯერებულობა."

"ბიჭები ძალიან ბევრს მუშაობენ და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენთვის კვირაში მესამე მატჩი იყო, მაინც მოვახერხეთ სასურველი შედეგის მიღება. გუნდმა ეს სრულად დაიმსახურა."

"სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ და იმედი მაქვს ასეც განვაგრძობთ."

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.