ჩიმბონდა როვერსელი გახდა

8.28.2009
დღეს უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ გვადალუპელმა ფრანგმა, პასკალ ჩიმბონდამ ბლექბერნ როვერსთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ტრანსფერის ფასი 2 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

30 წლის ყოფილმა უიგან ატლეტიკის ფეხბურთელმა ჩვენს ფერებში 103 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.

სანდერლენდში წასვლისა და დაბრუნების შემდეგ ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვირდება ვერ შეძლო, რადგან გუნდში მის პოზიციაზე მოთამაშე ბევრი ფეხბურთელია – ვედრან ჩორლუკა, ალან ჰატონი და ზაფხულის შენაძენი კაილი ნოუთონი .

პასკალ ჩიმბონდას წარმატებას ვუსურვებთ თავისი მომავალი კარიერის განმავლობაში!

2 კომენტარი:

{ nika } at: August 28, 2009 at 6:09 PM said...

კონტრაქტში ჩადებული ყოფილა მული, რომლის მიხედვითაც ტოტენჰემს მისი დაბრუნება შეუძლია 5 მილიონი ფუნტის გადახდის შემთხვევაში, მეეჭვება ამოქმედდეს

{ Pajero } at: August 28, 2009 at 9:03 PM said...

მეც მაგრად მეეჭვება...

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.