ინტერვიუ მატჩის შემდეგ – ჰარი რედნაპი

8.27.2009
"მე ბევრი ცვლილება განვახორციელე." – განაცხადა ჰარიმ მატჩის შემდეგ – "იღბლიანი ვარ, რომ შემიძლია ვათამაშო ისეთი თავდამსხმელები, როგორებიც არიან პიტერ კრაუჩი და რომან პავლიჩენკო, ასევე დევიდ ბენტლი და ჯოვანი დოს სანტოსი. მიუხედავად იმისა, რომ გუნდის სხვა ძირითადი მოთამაშეები დავასვენე, მე მაინც ძალიან ძლიერი შეტევის ხაზი მყავს და ეს გარკვეულწილად თავსატეხიცაა ჩემთვის."

"კრაუჩისათვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანი გოლი იყო. მას უბრალოდ არ უმართლებდა, რადგან მე დეფოს და კინს ვათამაშებდი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. ისინი ბრწყინვალე ფორმაში არიან. პავლიჩენკოს და კრაუჩს არ გაუმართლათ იმაში, რომ მათ ლიგაში თამაშის საშუალება არ მიეცათ."

"ჩვენ იღბლიანები ვართ, რადგან შეგვიძლია თავდამსხმელთა როტაცია მოვახდინოთ და მოწინააღმდეგის მიხედვით განსხვავებულ ტაქტიკას მივმართოთ."

"წინ მთელი სეზონია და ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ოთხი თავდამსხმელი. მე არ მსურს პავლიჩენკოს გაყიდვა, მითუმეტეს მხოლოდ 10 მილიონად. ის კარგი ფეხბურთელია და მე მისი გუნდში დარჩენა მსურს, ისევე როგორც თავად მას."

"სხვა ფეხბურთელებს რაც შეეხება, პასკალ ჩიმბონდა ძალიან ახლოსაა ბლექბერნ როვერსში გადასვლასთან. ფასი უკვე შეთანხმებულია და სავარაუდოდ ტრანსფერი ძალიან მალე განხორციელდება."

"კარლინგის თასის" მორიგი ეტაპის კენჭისყრა შაბათს, საქართველოს დროით 15:15 წუთზე გაიმართება.

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.