ჰარი რედნაპი სათასო მატჩში ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შანსს მისცემს

8.26.2009
ჰარი რედნაპმა განაცხადა, რომ დღეს საღამოს, დონკასტერ როვერსთან კარლინგის თასის მატჩში იმ ფეხბურთელებსაც მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი, რომლებიც პრემიერ ლიგის თამაშებში გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან.

სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან კლუბის ზაფხულის შენაძენი პიტერ კრაუჩი და რომან პავლიჩენკო.

"ჩვენ გვსურს მოვიგოთ, მაგრამ მე მაინც განვახორციელებ ცვლილებებს, რადგან გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ძლიერები არიან, თუმცა ამ სეზონში თამაშის საშუალება არ ჰქონიათ."– განაცხადა რედნაპმა პრესკონფერენციაზე.

"ერთ კვირაში სამი თამაშის შემდეგ ზოგიერთ ფეხბურთელს დასვენება სჭირდება. ლიგაში მალე ბირმინგჰემ სიტისთან მნიშვნელოვანი მატჩი გველის."

"შემდეგ კი ფეხბურთელებს სანაკრებო შეხვედრებში მოუწევთ მონაწილეობის მიღება, უმეტესი მათგანი კვირის განმავლობაში ორ მატჩს ითამაშეს."

"ასე რომ, მე გადავწყვიტე გუნდის რამოდენიმე მოთამაშე დავასვენო და მათ ნაცვლად სხვა ფეხბურთელებს მივცე თავის გამოჩენის საშუალება. დღეს მათ შანსი აუცილებლად მიეცემათ. მათ თამაში ნამდვილად სჭირდებათ, მაგალითად კრაუჩს და პავლიჩენკოს."

"მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მე ისეთ გუნდს ვათამაშებ, რომლისგანაც კარგ თამაშს მოველი დონკასტერის წინააღმდეგ, რომელიც სუსტი მეტოქე ნამდვილად არ იქნება."

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.