მოდრიჩი ტოტენჰემში ბედნიერია

8.25.2009
გაზეთებში აქტიურად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ სერ ალექს ფერგიუსონს ტოტენჰემ ჰოთსპურის 23 წლის პლეიმეიკერის – ლუკა მოდრიჩის შეძენა სურს. უფრო მეტიც, ინსგლისურ პრესაში ისიც კი დაიწერა, რომ ფეხბურთელი გახარებულია იმით, რომ მანჩესტერ იუნაითედი მისით დაინტერესდა.

ლუკა მოდრიჩმა ზემოთაღნიშნული ჭორები უარყო და განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს.

"მე არაფერი ვიცი მანჩესტერ იუნაითედის ინტერესის შესახებ" – განაცხადა ხორვატმა ფეხბურთელმა.

"ჭორები გაზეთებში წავიკითხე. ერთი მათგანი იმასაც წერდა, რომ თითქოს მე მოხარული ვიყავი სერ ალექს ფერგიუსონის რადარში მოხვედრის გამო."

"მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე არაფერი მსგავსი არ მითქვამს."

"ტოტენჰემში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და საერთოდ არ ვფიქრობ სხვა კლუბში გადასვლაზე. ჩემი ახლანდელი კონტრაქტი 2013 წლამდე გრძელდება და მე მხოლოდ გუნდში დარჩენაზე ვფიქრობ."

"არ გამიკვირდებოდა, თუკი ტოტენჰემი ახალ კონტრაქტს შემომთავაზებდა, რაც ინგლისში ხშირად ხდება ხოლმე. მაგრამ, თუკი ეს არ მოხდება, ჩემი კლუბისადმი დამოკიდებულება მაინც არ შეიცვლება."

"მე ბედნიერი ვარ უაით ჰართ ლეინზე და გუნდისათვის კვლავაც ბოლომდე დავიხარჯები, რაც აქამდეც ხდებოდა."

ფეხბურთელმა ასევე გამოხატა მისი კმაყოფილება გუნდის შთამბეჭდავი სტარტის შესახებ. მისი აზრით გუნდს ნამდვილად შეუძლია ამ სეზონში საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა.

"ყველაფერი იდეალურადაა, სასაყვედურო ნამდვილად არაფერი მაქვს." – განაგრძო ლუკამ.


"ვფიქრობ, ჩვენი წარმატების მიზეზი ისაა, რომ ზაფხულში ფეხბურთელები ერთად ვიყავით. ახლა ჩვენ ერთი წლით უფრო გამოცდილები და ძლიერები ვართ. თანაც ჰარი რედნაპმა ჩვენგან ნამდვილი გუნდი ჩამოაყალიბა."

"დიდი ოთხეული" კვლავაც ძლიერია სხვა კლუბებზე და ახლა მანჩესტერ სიტიც დიდი საფრთხეა."

"თუმცა, ჩვენც დიდი ამბიციები გვაქვს. არ გვსურს ვილაპარაკოთ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე. ამ სეზონში გუნდის მთავარი მიზანი საუკეთესო ექვსეულში მოხვედრაა. მე ვფიქრობ, ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ, რომ ეს შევძლოთ.

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.