ინტერვიუ მატჩის შემდეგ – ჰარი რედნაპი

8.24.2009
"3 თამაშიდან 9 ქულა ძალიან კარგი სტარტია ჩვენთვის" – განაცხადა ჰარიმ – "თამაში ძალიან დაძაბული იყო, თუმცა ჩვენ ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ და მატჩი მოვიგეთ."

"ჩვენ ორი კარგი გოლი გავიტანეთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი გოლის გატანისას მოწინააღმდეგე დაგვეხმარა, ჯერმეინ დეფომ შესანიშნავად დაარტყა. ლენონის გოლი კი მართლაც რომ ბრწყინვალე იყო."

"მე ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით და შედეგითაც."

"ჩვენ ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა წინ, რადგან ვესტ ჰემს გულშემატკივართა მხარდაჭერა ჰქოდა. აფთონ პარკზე თამაში არასოდესაა იოლი."

"მათ ჩვენ უამრავი პრობლემა შეგვიქმნეს, კარლტონ კოული შესანიშნავ ფორმაში იყო, მას ხიმენესიც ეხმარებოდა. ჩვენი ფორმაციის გამო მოწინააღმდეგე გუნდებს ყოველთვის აქვთ შანსი, სახიფათო მომენტი შექმნან, თუმცა ჩვენ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ და მეტი გოლი გავიტანოთ."

"ამ სეზონში მანჩესტერ სიტი აუცილებლად შეეცდება მოხვდეს საუკეთესო ოთხეულში და მოიპოვოს ადგილი ჩემპიონთა ლიგაზე. მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ ვერ უნდა შევძლოთ ეს ჩვენც."

"გუნდში ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს და მათ მაღალი ადგილისათვის ბრძოლა ნამდვილად შეუძლიათ."

"ჩემი მოსვლის შემდეგ ჩვენ მხოლოდ ერთი საშინაო მატჩი დავთმეთ (ევერტონთან შეხვედრისას) სათასო შეხვედრების ჩათვლით. წელს კი უკვე ორი საგარეო მატჩი მოვიგეთ. ასე რომ, თუკი ფორმას შევინარჩუნებთ, ვფიქრობ, რომ ტოტენჰემს შეუძლია საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა."

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.