ინტერვიუ მატჩის შემდეგ – ჰარი რედნაპი

8.22.2009
"ყოველთვის, როცა ჩვენ ბურთი გვქონდა, მოწინააღმდეგე დიდ ხიფათში იყო" – განაცხადა რედნაპმა – "მოძრაობა, პასი, სისწრაფე – ეს ყველაფერი მაღალ დონეზე იყო. მე ოთხი ფორვარდით ვითამაშე და ჩვენ მართლაც რომ გავანადგურეთ მეტოქე."

"ჩვენ მათ სისწაფით და ტექნიკით ბევრად აღვემატებოდით და ბურთსაც დამაჯერებლად ფლობდით."

"დეფო ბრწყინვალე ფორმაში იყო, მე ვიტყოდი შეუჩერებელი. რობი კინითაც ძალზედ კმაყოფილი ვარ. ასევე, კარგად გამოვიყურებოდით ნახევარდაცვის ხაზში, რომელიც ხშირად ახორციელებდა როტაციას და ჰალისaთვის თამაშს ძალიან რთულს ხდიდა.

"სეზონი ლივერპულთან მოგებით დავიწყეთ, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ჰალ სიტისთან მოპოვებული გამარჯვება ჩვენთვის უკეთესი იყო. გუნდმა უმაღლესი დონის ფეხბურთი ითამაშა."

0 კომენტარი:

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.