3 ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებში!

8.31.2009
დღეს ცნობილი გახდა, რომ ფაბიო კაპელომ ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ხორვატიისა და სლოვენიის წინააღმდეგ სათამაშოდ ჩვენი სამი ფეხბურთელი მიიწვია. ესენი არიან: აარონ ლენონი, ჯერმეინ დეფო და პიტერ კრაუჩი.

როგორც ჩანს, კაპელოზე კრაუჩის მიერ ბოლო ტურში ბირმინგჰემ სიტის წინააღმდეგ კარგმა თამაშმა და გატანილმა გოლმა გავლენა მოახდინა და სწორედ ამან გამოიწვია ფეხბურთელის ხელახალი დაძახება ნაკრებში.

აარონ ლენონს რაც შეეხება, იტალიელი სპეციალისტი მისით აღტაცებულია. "მას ორივე ფეხით შეუძლია გოლის გატანა" – განაცხადა ფაბიო კაპელომ ლენონის შესახებ – "ვესტ ჰემთან და ბირმინგჰემ სიტისთან შეხვედრებში მან ეს დაადასტურა. აარონის თამაში მხოლოდ გოლების გატანაზე არაა, მას თავისუფლად შეუძლია ერთი–ერთზე მცველთან თამაში და მისი მოტყუება. გარდა ამისა, როდესაც ბურთს მოწინააღმდეგე ფლობს, ლენონი ბევრს მოძრაობს და მათზე პრესინგს ახორციელებს."

1 კომენტარი:

{ nika } at: August 31, 2009 at 12:29 PM said...

ეჰ კინგი არ დაშავებულიყო მეოთხეც იქნებოდა, ბაუნს თუ აღარ ჯობია და :(

Post a Comment

ავტორი: ბესო გვენეტაძე - besogvenetadze@live.com. Powered by Blogger.